- როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს, - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.
ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეებია, რაც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.
პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომლებიც ძლიერი ქარის დროს წარმოიქმნა სამხედრო დასახლებაში. ელექტროსადენების და სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემები თვითმმართველობის ჩართულობით უკვე მოგვარდა.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში რაოდენობრივი კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთნენ.
კვლევის თემაა „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ფორუმ-თეატრი შექმნა. სიახლე USAID-ის პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში განხორციელდა.
ჯგუფის წევრების შეფასებით, ფორუმ-თეატრი თავის ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
ცნობისთვის, ფორუმ-თეატრი არის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ინტერაქტიული მუშაობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფორმაციის მიწოდებას .
სოფელ კოკში პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” შეხვედრაც გაიმართა. კვლევაში „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ჩაერთნენ.
წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში წარმოჩინდა კვლევის პროცესში.
ქსელის ლიდერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა შესაბამისი უწყებების მხრიდან უკვე მოგვარებულია.
რაც შეეხება გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა - ითვალისწინებს და ნერგავს მნიშვნელოვან სტანდარტებს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
17 იანვარს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ჩატარდა თემაზე -გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა . მონაწილეები რაოდენობრივი კვლევის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ანკეტებიც. შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის N 6 სკოლაშიც. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ექვს თვიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელი იდეები დასახეს. შეხვედრა ტრადიციულად სახალისო აქტივობებითა და გუნდური სავარჯიშოებით წარიმართა. ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბს რამდენიმე ახალი წევრი შეუერთდა, რომლებმაც კლუბის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით- ამ საკითხებზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მოკვლევას ჩაატარებენ. უკვე მონაცემთა შეგროვება იწყება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამოკითხული 150 ბენეფიციარი პოზიციის დაფიქსირებას ონლაინ-ანკეტის დახმარებით შეძლებს.
ჯგუფის წევრებს სათანადო უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რაც პროცესის წარმატებით დასრულების გარანტორია.
აქტიური და საინტერესო პროცესი მიდის ახალგაზრდულ ჯგუფებშიც. წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში პროექტის ფარგლებში ფორუმ-თეატრი ჩამოყალიბდა. პროფესიონალი მსახიობის მიერ ჩატარებული მასტერკლასის დახმარებით ჯგუფის წევრებმა პირველი სცენები უკვე შექმნეს.
აღნიშნული ფორმატი აქტუალურ თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაცია ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტისა და რაოდენობრივი კვლევის შესახებ.გადანაწილდა ანკეტებიც.
მორიგი შეხვედრა ჩატარდა ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც.
მონაწილეებმა ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტებზე ინფორმაცია მოისმინეს, თემა ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ეკკოლოგიური საკითხები, ემიგრანტთა სიმრავლე, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საკითხები ,სწავლის დაბალი ხარისხი, სამსახურის დაკარგვის შიში, უმუშევრობა და საზოგადოებაში გაზრდილი აგრესია აშინებთ.
იანვრიდან საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლევის პროცესში ჩაერთნენ, რომელივ მიზნად გენდერულ ჭრილში ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას ისახავს. პირველ ეტაპზე ონლაინ-ანკეტების საშუალებით 150 ადამიანი გამოიკითხება.
სენაკში, ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ინფორმაცია ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტებზე მოისმინეს, გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ასევე გამოკითხვის ჩატარების ტექნიკურ მხარეებს . მიღებული ინფორმაციები კი გამოკითხვის პროცესის წარმატებულად ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ანკეტირების პროცესში ქალების ჯგუფთან ერთად ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც მონაწილეობენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.
მონაწილეებმა ინტერაქტიულად განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი სამშვიდობო საქმიანობაში, რა უნდა გაკეთდეს ნდობის ფაქტორის გასაძლიერებლად.
ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას მიეძღვნა. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს იმ ძირითად აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს 1325 რეზოლუციის დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.
მონაწილეების შეფასებით, ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას სამშვიდობო მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით