„ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ხონის, ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და გაეზიარებინათ სასარგებლო გამოცდილება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ონლაინ სივრცეში ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდნენ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ხონი, წყალტუბო, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი). მუშაობა მიეძღვნა თემას: „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“.
ტრენინგის მიზანი იყო ქალთა ჯგუფების უნარების ამაღლება წარმატებული ადვოკატირებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების ჩატარების შემაფერხებელი ფაქტორები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები, შეიმუშავეს თვითმმართველობებში არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.
ტრენინგში მონაწილეობა სასარგებლო აღმოჩნდა დევნილ საინიციატივო ჯგუფების წევრებისთვის, რომლებიც პროექტის ფარგლებში თვითონაც ჩაერთვებიან ადვოკატირების პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„სამოქალაქო ჩართულობა და ქალთა მონაწილეობა“ ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეთა მხრიდან აქტიური ინტერაქციის ფონზე ჩაიარა ტრენინგმა. მონაწილეებმა იმსჯელეს დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მიზეზებზე. მოისმინეს ინფორმაციები, რა რესურსები არსებობს სამოქალაქო ჩართულობის კუთხით ადგილობრივ დონეზე: როგორ იქმნება პეტიციები, რა დანიშნულება აქვს დასახლების კრებებს.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ინფორმაციული და პროდუქტიული იყო, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაიზრდება მოტივაცია და ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ორდღიან ტრენინგს „მშვიდობის მშენებლობა და ნდობის გამყარება“ 50 მონაწილე ესწრებოდა ონლაინ. იყო წარსულის გახსენება, მსჯელობა სამშვიდობო მოლაპარაკებების და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე.
ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ინტერაქტიული და ჯგუფური მუშაობით გამოავლინეს კონფლიქტების მოგვარების და ნდობის შენების უნარი.
ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს:
„მშვიდობის შენება ომგამოვლილი საზოგადოებისთვის რთული და მტკივნეული პროცესია, თუმცა შესაძლებელია და აუცილებელიც“.
„ქალები ომის მსხვერპლნი ან შეურაცხყოფის პასიური ობიექტები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელოვანი აქტორები უნდა გავხდეთ“.
„ასეთი ტიპის პროექტები ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოება მომზადდეს კონფლიქტების მოგვარებისთვის - ინფორმაციულად, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენით, განსაკუთრებით ეფექტიანი კომუნიკაციის მხრივ“.
ამჯერად, სტუმრები ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის დეკემბერსა და იანვარში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
- დავფიქრდი კითხვაზე: „რითი ვარ გამორჩეული და რა გამიკეთებია განსაკუთრებული ჩემი ოჯახისთვის, ადამიანთა ჯგუფისთვის?“
- ძალიან მენიშნა თვისება, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს: „თანამშრომლების შექება, მათი დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება“.
- მომეწონა და დამაფიქრა ლიდერის სასურველმა და არასასურველმა თვისებებმა.
- საინტერესო იყო სავარჯიშო თვითპრეზენტაციის ეტაპების გამოყენებით. არასდროს მიფიქრია, ასეთი თანმიმდევრობა თუ იყო საჭირო.
- ვიდეორგოლების საშუალებით დავინახე წარმატებული და წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ნიმუშები.
- აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ცხოვრებაში.
როგორც დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად იმუშავა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ონლაინ ანკეტირება. შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა. კვლევის შედეგად გამოვლინდება დევნილი ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფი მათ ადვოკატირებაზე იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მეორე რაუნდი დაიწყო!..
ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.
როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.