ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ივნისი დაეთმო კონფლიქტის ესკალაციის და გენდერული თანასწორობის საკითხებს, რაც მოზარდთა ინტერესის ბადეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სატრენინგო კურსი ჩატარდა თერჯოლაში, ჩოხატაურში, ტყიბულში.
ცოცხალი მაგალითები, როლური თამაშები, ანიმაციური ფილმები ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობის ყველაზე კარგი მეთოდებია ინფორმირებულობისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
მოზარდები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებთან ერთად მსჯელობენ აქტუალურ პრობლემებზე და გეგმავენ ახალ-ახალ ინიცირებულ ღონისძიებებს, რათა სხვებს გადასცენ სასარგებლო ინფორმაციები და ხელი შეუწყონ ჩართულობას კონფლიქტების პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ივნისში, ტრადიციულად, 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გაიმართება ტრენინგები. ამჯერად პირველ ოთხ შეხვედრაზე გიამბობთ: წალენჯიხის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან მუშაობა ონლაინ წარიმართა, ზუგდიდში კი ცოცხალი, აქტიური, სავარჯიშოებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.
ოთხივე შეხვედრის 72 მონაწილე ინტერესით ჩაერთო აქტუალური საკითხების - კონფლიქტის ესკალაცია და გენდერული ძალადობა - განხილვაში. მათი მუმეტესობისთვის „ესკალაცია“ უცხო სიტყვა იყო, თუმცა მაშინვე დაიმახსოვრეს.
გოგონები და ბიჭები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ტრენინგების შემდეგ კი მათ ე.წ. ინიცირებული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს თავიანთ სკოლებში - ამით ისინი თანატოლებს უჩვენებენ, რა ისწავლეს, რა იციან და სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის საუკეთესო შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის, ტყიბულის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრებით დასრულდა გაზაფხულის ბოლო თვე ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
ყველა შეხვედრა საინტერესო იყო, მონაწილეები აქტიურად მსჯელობდნენ კონფლიქტებისა და ძალადობის თემაზე. თუმცა ქობულთში ცოცხლად ჩატარებული ტრენინგი მაინც გამოირჩეოდა კრეატიული აქტივობებით.
როგორც მონაწილეები ამბობენ, ტრენინგები ყველა ასაკის მოზარდისთვის კარგი შესაძლებლობაა, იყოს ინფორმირებული ცხოვრებისეულ საკითხებზე.
როგორც ყოველთვის, მაისშიც 10 მუნიციპალიტეტში შექმნილ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ტრენინგები. მონაწილეთა საერთო რაოდენობა იყო 207. ყველა მათგანი აქტიურად იყო ჩართული აქტუალური პრობლემების განხილვაში, დებატებში, ჯგუფურ მუშაობასა თუ როლურ თამაშებში. მონაწილეთა ნაწილი შემდეგ თავად ატარებს საინტერესო ე.წ. ინიცირებულ ღონისძიებებს. სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის სერიოზული შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა მაისი აქტიური მუშაობით დაასრულა. 4 სცენა წარმოადგინა ქუთაისის ბოტანიკური ბაღში, სადაც მონაწილეობა მიიღო გენდერული კლუბის ჩატარებულ ღონისძიებაზე. შემდეგ კი წარმოდგენები გამართა „SOS - ბავშვთა სოფელში“.
მაყურებლებისთვის საინტერესო იყო ყველა სცენა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადრება მაინც მიგრაციამ და შვილებისა და მშობლების ურთიერთობამ მიიპყრო. ამ აქტუალურმა თემებმა სადისკუსიოდ განაწყო შეკრებილები. მაყურებელი წარმოდგენებშიც აქტიურად ჩაერთო.
ფორუმ-თეატრის განახლებული გუნდი ონლაინ მუშაობის შემდეგ სიამოვნებით ურთიერთობს მაყურებელთან, მსჯელობს პრობლემებზე და ეძებს იდეებს ახალი წარმოდგენებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ამ აქტივობებს ინიცირებულებს ვუწოდებთ - ეს ყველაფერი ტრენინგების ჩატარების შემდეგ ხდება, ანუ ახალგაზრდები ტრენინგების შემდეგ ცდილობენ, მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ და უამრავ საინტერესო ღონისძიებას ატარებენ.
მუშაობა 10 მუნიციპალიტეტში ვრცელდება, იქ, სადაც არის ჩამოყალიბებული ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები.
აქტივობების თემებია: კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია.
აქტივობა კი მრავალფეროვანია: საინფორმაციო შეხვედრა, ფილმის ჩვენება, სადისკუსიო კლუბი, აქცია და ა.შ. მოზარდებმა უკრაინის ტრაგედიასთან დაკავშირებითაც გააკეთეს სამშვიდობო აქცია-მოწოდებები. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები სკოლის პედაგოგები და დირექტორები. ისინი მიიჩნევენ, რომ ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„არაფორმალური განათლება ჩემთვის არის ახალი ფანჯარა, რომ კარგად დავინახო ის პრობლემები, რომლებიც მთავარ გამოწვევებად დგას ჩემი თაობისთვის“.
„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ კონფლიქტსა და ძალადობაზე - 21-ე საუკუნის „აქილევსის ქუსლად“ მიჩნეულ საკითხებზე“.
„საინტერესოა ერთმანეთის მოსაზრებები, შეხედულებები. ზოგჯერ მსჯელობის პროცესში რაღაცები გადაგვიფასებია, უკეთ დაგვინახავს გამოსავალი“.
ასე ამბობენ ახალგაზრდა მონაწილეები ტრენინგების დროს ან ბოლოს.
მაისის კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში - ამჯერად ბაღდათის, ჩოხატაურის, თერჯოლის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგებში ჩართული იყო 80 მონაწილე. სატრენინგო პროცესი მათთვის საინტერესო და სახალისოა. ახალგაზრდები თავიანთ ცოდნას სხვებსაც უზიარებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისის პირველ რიცხვებში სამი ტრენინგი გაიმართა აქტუალურ თემებზე: ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში და კონფლიქტის მართვის გზები. სენაკის და ზუგდიდის ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ადგილზე ჩატარდა საინტერესო ტრენინგები დისკუსიებით და როლური თამაშებით. ვანის ახალგაზრდულ ჯგუფთან კი მუშაობა ონლაინ წარიმართა, არანაკლები აქტიურობით.
სამივე შეხვედრას 65 მონაწილე ესწრებოდა. ყველა მათგანისთვის ეს არის სივრცე წარმატებულ თანატოლებთან შეხვედრის, მნიშვნელოვანი ამბების გაგების და ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ამიტომაც მოუთმენლად ელოდებიან ყოველ მორიგ შეხვედრას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აინტერესებთ: როდის ჩატარდება შემდეგი ტრენინგი. მოეწონათ და იმიტომ. მათი უკუკავშირი ასეთია:
- საინტერესო და საჭიროა კონფლიქტის და ძალადობის თემაზე ტრენინგების ჩატარება.
- სულ სხვაა ცოცხლად ჩატარებული ტრენინგი!
- კარგია პატარა სცენების გათამაშება, თემაც უკეთ გავიგეთ და ვიხალისეთ კიდეც...
- ახალი და სასარგებლო ინფორმაცია გავიგე დღეს.
ტრენინგები ტყიბულის, თერჯოლის და ქობულეთის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარიმართა - ცოცხლად, როლური თამაშებით, სავარჯიშოებით და დისკუსიებით.
არანაკლებ საინტერესო იყო ჩოხატაურის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ონლაინ ჩატარებული ტრენინგებიც.
მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ერთვებოდნენ დისკუსიაში, გულახდილად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
როგორც იქნა - დაიწყო ცოცხალი ურთიერთობები მაყურებელთან!
აპრილმა განსაკუთრებით აქტიურად ჩაიარა ფორუმ-თეატრისთვის. ოთხი წარმოდგენა ჩატარდა: დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში და ქუთაისის ცენტრალურ პარკში.
ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვის სტიმულის მომცემი იყო მაყურებლების წინაშე ცოცხლად თამაში. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ძალადობის პრევენციაში. აღინიშნა, რომ მსგავსი რეალური სცენები აძლევს მაყურებელს, განსაკუთრებით მოზარდებს, დაფიქრების და გამოსავლის ძიების შესაძლებლობას.