დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შემაჯამებელი შეხვედრები 10 მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული კლუბების წევრები ფინალურ შეხვედრებზე იხსენებენ ნასწავლს, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, ავლენენ ლიდერის და ტრენერის უნარებს, აჯამებენ გამოცდილებას, საუბრობენ სწავლების პროცესის გავლენაზე და იმ ცვლილებებზე, რომელთაც ყოველი მათგანი გრძნობს.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრების უმეტესობას გადაეცა სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით გამორჩეულ წევრებს კი ტრენერის სტატუსი მიენიჭა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალმა საკუთარი პრობლემები გარეთ არ უნდა გამოიტანოს, საჯაროდ არ უნდა ილაპარაკოს ოჯახურ კონფლიქტებზე...

ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებაა ძალადობის საკითხზე. ასეთ დროს საზოგადოება გულგრილი ხდება ქალის პრობლემების მიმართ.

ფორუმ-თეატრი ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს...

წარმოდგენები და აქტიური დისკუსიები კარგად აჩვენებს ყველას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საერთო პრობლემაა და ქალს დაცვა სჭირდება და ძალადობას - აღმოფხვრა...

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ სივრცეში და ცენტრალურ პარკში. მაყურებლის აზრით, პრობლემის წარმოჩენის ამ ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალადობის პრევენციას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა საშობაო-საახალწლო არდადეგები, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა და ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფებიც ამუშავდნენ...

დაიწყო სატრენინგო კურსი 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში. უკვე  ჩატარდა ტრენინგები ექვსი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში - გეგმის მიხედვით, შეფერხების გარეშე.

შეხვედრების მონაწილეები ინტერესით უსმენენ ტრენერებს,  ერთვებიან დისკუსიებში და მსჯელობენ მნიშვნელოვან თემებზე.

ყველგან გამოიკვეთა ახალგაზრდა ლიდერები რომლებიც ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრების ჩატარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდობის გაძლიერების ყველა ცენტრში, ყოველ სატრენინგო კურსზე ვლინდება  ლიდერები, რომლებიც აქტიურ მონაწილეებთან ერთად თანატოლებში ზიარებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, ავრცელებენ ინფორმაციას კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

ახლანდელი სატრენინგო კურსის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ატარებენ ინიცირებულ ღონისძიებებს. მათ გარკვეულ დახმარებას უწევენ პედაგოგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი მუშაობა კარგი ეფექტის მომტანია მოზარდებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მშობლების და შვილების ურთიერთობა, ნარკომანია, მიგრაცია - ეს და სხვა აქტუალური თემები წარმოადგინა ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.

თანატოლების წინაშე გამოსვლა განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოა ახალგაზრდა მსახიობებისთვის. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სცენაში, თავისებურად „შეცვალა“ სიტუაციის მიმდინარეობა და თავისი აზრი გამოხატა დისკუსიის დროსაც.

ასე დაიწყო ახალი სამუშაო წელი ჩვენმა ფორუმ-თეატრმა. დაიგეგმა თებერვალში ჩვენებები რაოდენობრივად უფრო დიდ აუდიტორიასთან. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დეკემბერში აქტიურად იმუშავა ფორუმ-თეატრმა. წარმოდგენები გაიმართა დარბაზში,  ღია ცის ქვეშ, პარკებში...

ყველა წარმოდგენის დროს გაიმართა დისკუსია, შეკრებილებმა ისაუბრეს საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე, რაც ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას...

ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში და ყველაზე ხმამაღლა, თეატრალურად დაგმეს ძალადობა, მაყურებელს მოუწოდეს პრევენციისკენ.

ახალ წელს ახალი გეგმები აქვს ჩვენი ორგანიზაციის ფორუმ-თეატრს. ძველ წარმოდგენებს ახლები შეემატება, ჩვენებები გაიმართება ახალ აუდიტორიებთან კონფლიქტის და ძალადობის სერიოზულ პრობლემებზე - ისევ ისე, თეატრის ენით...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობა ბოროტებაა! ჩვენ ვგმობთ ძალადობას! არ მივცეთ კონფლიქტს გამწვავების საშუალება!

ასე მოგვიწოდებდნენ ეს გოგო-ბიჭები 16-დღიანი კამპანიის დროს. ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები მინიაქციებს აწყობდნენ თავიანთ სკოლებში, ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებთან, არიგებდნენ თემატურ მასალებს და ამრიგად უერთებდნენ თავიანთ საპროტესტო ხმას კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წესია, რომ აუდიტორია აქტიურად ჩაერთოს სცენებში, დისკუსიაში. 

ეს იგრძნობოდა წყალტუბოს კერძო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე - ინტერესი და და სიტუაციის შეცვლის სურვილი...

მოსწავლეები დააფიქრა ნანახმა. ზოგმა საკუთარი თავი ამოიცნო სცენებში. ისინი გაეცნენ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს - მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ამდენი ბერკეტი არსებობს.

მეორე ჩვენება თერჯოლაში ჩატარდა, ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან.

ამფითეატრის სცენაზე მსახიობებმა წარმოადგინეს ოთხი სცენა. იყო საინტერესო ჩართულობა დისკუსიაში - ჯგუფის წევრებმა გახსნილად ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე. მაყურებლისთვის ნაცნობი და მტკივნეული  იყო ყველა სცენა, რადგან ფორუმ-თეატრი რეალურად წარმოადგენს ძალადობის ყველა ფორმას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი თემა ტრენინგებზე

კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება - ეს  ახალი თემა გაჩნდა ნოემბრიდან ტრენინგებზე ახალგაზრდულ  ჯგუფებთან.

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს კიბერბულინგის არსი, ფორმები, შედეგები და ონლაინ ქცევის ეთიკური ნორმები.

რატომ გახდა საჭირო ამ თემის შემოღება?

წელს, მარტში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაგვანახა პრობლემის აქტუალობა (კვლევის ანალიზი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე  -https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15550-2025-03-05-13-41-37)

უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგები ახალგაზრდებთან. მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, გააანალიზეს ბულინგის რეალური სცენარები, ისწავლეს, როგორ იმოქმედონ, თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ან მოწმე გახდებიან.

დისკუსიის და ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მათ გააცნობიერეს, რომ ციფრული სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც ყოველდღიური ურთიერთობები და თითოეულს შეუძლია საკუთარი ქცევით შექმნას უსაფრთხო ონლაინ გარემო.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს პირადიმოქმედების დაპირება“, რომელსაც დანერგავენ ონლაინ სივრცეში. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები