ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ცენტრალურ ადგილებში გამართა ჩვენება. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებული სცენები. ქალაქში სტუმრად მყოფმა უცხოელებმა დიდი ინტერესი გამოხატეს წარმოდგენების  მიმართ. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე უამბეს მათ ფორუმ-თეატრის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობაზე და გააცნეს ორგანიზაცის ვებგვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სატრენინგო კურსის შეჯამება

ქალთა ფონდ „სოხუმი“  დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 6 თვის მანძილზე წარმატებით ახორციელებდა სატრენინგო კურსს: „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“. პროექტი ახალგაზრდებს თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებს, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის პრევენციის გზებს ასწავლიდა.

მეექვსე თვე დაეთმო შეჯამებას. ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოაჩინეს პოზიტიური ცვლილებები:

  • ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვუსმენდი, მისმენდნენ და თავდაჯერებულობა მემატებოდა;
  • დავძლიე კომპლექსები;
  • თანატოლებს ვურჩევ, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და წარმატებების მიღწევას;
  • ვისწავლეთ, როგორ გავხადოთ საზოგადოება ემპათიური ძალადობისა და კონფლიქტის საკითხების მიმართ.

შემაჯამებელი ღონისძიებები ჩატარდა წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, სამტრედიის, ვანის მუნიციპალიტეტებში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიურობა არდადეგების დროს

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, აგვისტოში ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. დასრულდა მუშაობის ხუთი თვე - გაიმართა ხუთი ტრენინგი სხვადასხვა  აქტუალურ თემაზე. მუშაობა ათივე ცენტრში წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით.

ახლა ახალგაზრდები ემზადებიან მეექვსე - შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც მათ სატრენინგო კურსის დროს მიღებული ცოდნა უნდა წარმოაჩინონ და გამოცდილება გაუზიარონ სხვა მონაწილეებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი  ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სხვადასხვა თემაზე დადგმული სცენების შემდეგ მაყურებელი დისკუსიაში ერთვება და ყოველთვის მესამე პირში საუბრობს. თუმცა ძალადობის ისეთ ისტორიებს ყვება, ადვილად მიხვდები, რომ საკუთარი ან მისი ახლობლის ისტორიაა. რეალობაზე აგებული სცენები შთამბეჭდავად მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე. ამიტომაც ყოველთვის აქტიურია აუდიტორიის ჩართულობა.

ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისის პარკებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.  აქტიური დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ, რაც, მაყურებლის აზრით, საკმაოდ დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სარეპეტიციო მუშაობა ახალ სცენებზე, ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა გუნდის რაოდენობრივი მატება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული გაძლიერების ცენტრები აქტიურად მუშაობენ სენაკის, ხობის, ქობულეთის, წალენჯიხის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემაზე. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ინიცირებულ ღონისძიებებს ატარებენ და შემდგომშიც აპირებენ. ამ ეტაპზე ცენტრების წევრები ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრისთვის და აქტიურად არიან ჩართულები ორიგინალური პრეზენტაციების მომზადების პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რომელიც საგაკვეთილო ფორმატში არ ჯდება. ვეცნობით ერთმანეთის აზრებს და შეგვიძლია, მიღებული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ, რაც ხელს უწყობს კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციას“. - ეს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში აქტიურად გრძელდება სატრენინგო კურსები. ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზების, გენდერული თანასწორობის და სტერეოტიპების საკითხებზე.

ტრენინგებზე არის აქტუალური თემების განხილვა, დისკუსიები, ინიცირებული ღონისძიებების ორგანიზება. ახალგაზრდებს აქვთ არაფორმალური განათლების მიღების მაღალი ინტერესი და მოტივაცია მუშაობისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისის დასაწყისიდან გაგრძელდა სატრენინგო კურსი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ზუგდიდის, ჩოხატაურის და სენაკის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზებსა და გენდერულ ძალადობაზე.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში - უკვე არიან გამოკვეთილი ლიდერები. ისინი მზად არიან,  მიღებული ინფორმაცია გააზიარონ თავიანთ სოციუმში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები