ამ გამოცემაზე, როგორც არასდროს, პროექტის მთელი გუნდი ვმუშაობდით.
ვმუშაობდით სიამოვნებით, ინტერესით - საკუთარ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი ყოველთვის იწვევს ასეთ განცდას.
2013-2016 წლებში ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“.
პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული შეიქნა - ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ჩამოყალიბებით ქალთა როლიც ამაღლდა და რეგიონებში სოციალური ცვლილებებიც გამოჩნდა.
კიდევ უფრო მეტი, ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრა გენდერული საბჭოების ჩამოყალიბება.
ჩვენ როგორ ვიწყებდით? რას ვაკეთებდით? როგორ ვაღწევდით დასახულ ამოცანებს?
წიგნი ცდილობს, უპასუხოს ამ შეკითხვებს.
წიგნში ჩვენს განვლილ გზაზე გიამბობთ, მდიდარ სამწლიან გამოცდილებაზე.
ცვლილებებზე, რომლებიც მუშაობის დასასრულს გამოჩნდა.
გავლენაზე, რომელიც საზოგადოებაზე, სამთავრობო წრეებსა და მედიაზე მოხდა.
ადამიანებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს უწყობდნენ ხელს.
გამოვიდა ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მერვე ნომერი, რომელიც ასახავს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიურ მუშაობას პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში: საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ქალებთან და ახალგაზრდებთან, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ადგილობრივ პრობლემათა ადვოკატირება თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და სხვა საინტერესო საკითხები.
ივნის-ივლისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ფონდი „სოხუმის“ ფინანსური მხარდაჭერით დამოუკიდებელი პროექტები განახორციელეს. სწორედ ამ პროექტების არსი და მიღებული შედეგებია დაფიქსირებული საინფორმაციო ბიულეტენის მე-7 ნომერში. ამას გარდა მოთხრობილია საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადვოკატირებულ პრობლემებზე, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობაზე - მოკლედ, ყველაფერზე, რაც ივლისში გაიმართა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
დასრულდა განსაკუთრებული სამი წელი - სიახლეების, სწავლის, ინიციატივების, გაძლიერების, თანამშრომლობის.
ეს არის მესამე, შემაჯამებელი ნომერი, რომელიც ასახავს სამწლიან მუშაობას. პროექტის მონაწილე ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ განცდებს, მოსაზრებებს, შთაბეჭდილებებს, გამოცდილებას, გვიამბობენ ცვლილებებზე...
რა თქმა უნდა, ბევრ საინტერესოს წაიკითხავს მკითხველი ამ ნომერში, მაგრამ ყველაფრის წარმოჩენა შეუძლებელია, რადგან გასული სამი წელი - სამჯერ 365 დღე მართლაც განსაკუთრებული, შედეგებით სავსე და უხვი იყო...
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიური მუშაობა, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მოქალაქეთა ინფორმირებისა და პრობლემათა ადვოკატირების მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე უამბობს მკითხველს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეექვსე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
სამობილიზაციო და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, ახალგაზრდული კლუბები, ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები - სულ 87 ღონისძიება ჩატარდა მაისში ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მთავარი ამოცანა, იურისტებისა და ფსიქოლოგების საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები და მიღებული შედეგები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მოქალაქეთა ინფორმირებისა და პრობლემათა ადვოკატირების მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე უამბობს მკითხველს და ფონდი „სოხუმის“ ბენეფიციარებს საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი, რომელიც ასახავს თებერვლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
2015 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა პროექტი „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
მუშაობა მიმდინარეობდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. პროექტის ბოლოს კი ქართულ და რუსულ ენებზე გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც შეიკრიბა პროექტის მონაწილეთა შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. მათი გაცნობით მკითხველი ნათლად წარმოიდგენს, რა საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა და, რაც მთავარია, როგორია შედეგები, რა გავლენა მოახდინა პროექტმა მონაწილეებზე.