ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს „მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“.
მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათი როლის გასაძლიერებლად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, დაზარალებულთა დახმარების, არსებულ ადგილობრივ და ცენტრალურ სერვისებზე მოქალაქეების ინფორმირების და რეფერირების სისტემაში მონაწილეობის კუთხით.
განხორციელებულმა სწრაფმა მოკვლევამ გამოკვეთა მერის წარმომადგენელთა ციფრული უნარჩვევების გაძლიერების, მათი მეტი ინფორმირების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო აღწერილობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებში ჩართვის მკაფიო ვალდებულებების გაწერის საჭიროება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს: „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“. დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება. ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა ჩართვა ამ პროგრამაში. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.
დასრულდა პროექტი, რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინა მის მონაწილეებს.
პროექტი, რომელიც წარმატებით ჩაიწერა ფონდი „სოხუმის“ და მისი პარტნიორების - მეწარმე ქალთა ფონდისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ - ისტორიაში.
ბოლოს - ტრადიციის მიხედვით, მომზადდა პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს არის გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის. სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი პროექტის შედეგები, მიღწევები, მიღებული გაკვეთილები.
მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში.
პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი.
ეს თემები გააღვიძებს ახალგაზრდებში ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ინიციატივას და განავითარებს სამოქალაქო აქტიურობას თავიანთ საზოგადოებებში პოზიტიური ცვლილებების შეტანის მიზნით.
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მომზადდა პუბლიკაცია - მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის - ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისთვის და მასში მოცემულია სატრენინგო მასალები, რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
პროექტის დასასრულს გამოვიდა ბოლო, მეოთხე ანგარიში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“. პუბლიკაცია მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მონიტორინგის შედეგად მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის შეფასება.
ბოლო ანგარიშში ნაჩვენებია, რა გაკეთდა წინა სამი მონიტორინგის შემდეგ, როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა ცვლილებებია მიღწეული და როგორია პროგრესი მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
მომზადდა პუბლიკაცია „ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მიხედვით“. ეს არის 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი) ჩატარებული კვლევის ანალიზი.
ეს სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ადრეული რეაგირების, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
საჭიროებათა კვლევის მიზანია 6 მუნიციპალიტეტში ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება, პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთა და პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ფონდი "სოხუმის" მორიგი მონიტორინგის ანგარიში: "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.
დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი ბარიერები, რაც ქალთა დასაქმებას უშლის ხელს, მათ შორის, სამუშაო გრაფიკის და ბაღის/სკოლის სამუშაო საათების მოუქნილობა; დამსაქმებლის დაბალი მგრძნობელობა მოწყვლადი კატეგორიის ქალების, მათ შორის, მარტოხელა დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ; უწყვეტი საზაფხულო განათლების, დღის ცენტრების, ბაგა-ბაღების, გახანგრძლივებული ჯგუფების, სპორტულ და ხელოვნების მრავალპროფილური წრეების ნაკლები ხელმისქაწვდომობა და ა.შ. აღნიშნული ბარიერების დაძლევა შეუძლებელია ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზების და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ეს კი მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თანამშრომლობას. დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების დაძლევას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული პეტიციის საპილოტე მოდელი. როგორი იყო მოსამზადებელი ეტაპი? როგორ მიმდინარეობდა მუშაობა? როგორია შედეგები?
სწორედ ამაზე მოუთხრობს მკითხველს პუბლიკაცია „ელექტრონული პეტიციის დანერგვა ხონის მუნიციპალიტეტში“. ეს არის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მისი განხორციელება ასეთივე წარმატებით შეუძლია ყველა მსურველს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
