ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით სოფელში ჩატარდა ჰუმანიტარული აქცია - სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრში „ვალენტინი“, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ჩატარდა სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
საუბრის თემა იყო - ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია.
„აუცილებელია გავიგოთ და მივიღოთ კიდეც ის ფაქტი, რომ ძირითადი გენდერული განსხვავებები, რომლებიც მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს, რეალური და შეუცვლელია. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ამ განსხვავებულობის გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი ურთიერთობები“,- აღნიშნა ფსიქოლოგმა.
სექტებერში ქუთაისის კომპაქტურ ჩასახლებებში გაიმართა 14 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა. შეხვედრებს ესწრებოდა 21-დან 67 წლამდე ასაკის 82 ქალბატონი, პირველად მონაწილეობდა 14 ადამიანი. საუბარი, ძირითადად, შეეხო თემას „ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია“.
ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში 15 აგვისტოდან ჩატარდა 9 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა. მონაწილეობდა 56 ქალბატონი - 45 დევნილი და 11 ადგილობრივი. 2-მა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრების ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისების მოგვარება მშობლებსა და შვილებს შორის, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია. ფსიქოლოგიის კუთხით, ეს გარდაქმნაა ოჯახურ ურთიერთობებში. გარდაქმნის დასრულებისას ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს - როგორც რემონტის დროს: ადამაინებს სხვადასხვა აზრი აქვთ, რა როგორ გაკეთდეს. იკამათებენ, იჩხუბებენ, განაწყენდებიან, მერე კი, როცა რემონტი ჩაივლის, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი დიდებულად მოგვარდა!
12 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან ქუთაისში, დევნილთა 12 კოლექტიურ ცენტრში.
როგორ დავძლიოთ სასოწარკვეთა, პანიკა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა - ასეთი იყო საუბრების მთავარი თემა.
აღინიშნა: სამყაროში ყველაფერი იცვლება. ადამიანები იბადებიან და კვდებიან, შორდებიან ერთმანეთს და ქორწინდებიან. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სულის სიცარიელე უნდა შევავსოთ და სიამოვნება მივიღოთ. მაშინ სამყაროს საინტერესო ფერებით გაბრწყინდება, სული კი - ჰარმონიით.
ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური კამათი და კონფლიქტები, განსხვავება მათ შორის, მიზეზები და თავიდან აცილების გზები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.
აქტიური დისკუსია გაიმართა ურთიერთობების დამანგრეველი 10 ფრაზის და სკანდალების თავიდან აცილების 13 საუკეთესო ხერხის ირგვლივ.
ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები ჩატარდა სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ქუთაისში, თეკლათსა (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები. მონაწილეობდა 27 ქალი 29-დან 67 წლამდე. პირველად იღებდა მონაწილეობას 8 ადამიანი, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 2 მონაწილეს. შეხვედრების ძირითადი თემა იყო - ბავშვებთან არაძალადობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მეტი დრო დაუთმეთ მათ. დააინტერესეთ გარემო სამყაროთი. მოექეცით როგორც თანასწორს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამაგალითო უნდა იყოთ მისთვის, - ასეთია ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს.
თებერვალში ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა თემაზე გაიმართა. სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი შეეხო თემას „როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს“. ამ აქტუალურმა საკითხმა ურთიერთობის უამრავი დეტალი შეითავსა: როგორ ვუსმინოთ საკუთარ თავს, ემოციებს, როგორ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ აზრებს. ყველაფერი ეს - ოჯახში კონფლიქტების და საზოგადოების პრევენციის გზებია.
ქუთაისში შეხვედრა გაიმართა მე-15 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და, ლოგიკურად, საუბარი მიეძღვნა ნაადრევ ქორწინებას და მის ნეგატიურ შედეგებს.
კონსულტაციები ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ინტერესდებოდნენ სხვადასხვა პრობლემით, შეკითხვებს უსვამდნენ ფსიქოლოგს, კამათობდნენ და იღებდნენ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში ივლისში გაიმართა 9 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა. სულ 47 ბენეფიციარი ესწრებოდა. ჯგუფური შეხვედრების ძირითადი თემა იყო ოჯახური ბედნიერება, კეთილდღეობის ფაქტორები. ის, რომ ბედნიერი ოჯახი - იღბალი და გამართლება კი არა, ორი მოსიყვარულე ადამიანის მუდმივი, ღრმა და შინაგანი მუშაობაა.
პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული იურიდიული საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. ქუთაისში, ხონში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკში, წყალტუბოსა და ფოთში შეკრებილებმა თავიანთთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს იურისტებს და მიიღეს კომპეტენტური პასუხები.
შეხვედრებზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები, გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ქალი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)