


11 მაისს ჩატარდა შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან კოლექტიურ ცენტრ „სათაფლიაში“.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია ქონებრივ დავაზე და მის სამართლებრივ რეგულაციებზე. აღნიშნული ქეისის ადრესატი ადვოკატირებისთვის გადამისამართდა საქართველოს იურისტთა ასოციაციაში.






დასრულდა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინიპროექტი, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
დასაწყისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის თორმეტივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა მათ გააცნო კამპანიის მნიშვნელობა, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისთვის და თვითმმართველობების გაზრდილი პასუხისმგებლობა ამ საქმეში. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები.
8 დეკემბერს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ტრენინგზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დახმარება; თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები“. ტრენინგის ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისში ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში 9 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა. მონაწილეთა რაოდენობა - 67 ადამიანი, 19-დან 67 წლამდე. ისევე როგორც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აქაც იყო საუბრები კონფლიქტების და მათი მოგვარების თემაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით.
კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარება მიტევებასა და დათმობაზეა დაფუძნებული. უნდა გვახსოვდეს, რომ პარტნიორი, თუ ის თქვენთვის ძვირფასია, პატივისცემას იმსახურებს, - ასეთი იყო ერთ-ერთი დასკვნა საინტერესო დისკუსიების შემდეგ.
12 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური კონსულტაციები - ასეთია ნოემბრის სტატისტიკა ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში.
ურთიერთობების საფეხურები და პერიოდები, ბედნიერი ურთიერთობების პირობები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის - შეხვედრებზე ქალები ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.
- ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, - აღნიშნა ფსიქოლოგმა. - იმის ნაცვლად, რომ საოცნებო მამაკაცის ძიებაში გვერდზე იხედებოდეს, საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს ყურადღებით და ზოგი რამის კორექტირება მოახდინოს თავის მოსაზრებებსა და ცხოვრების სტილში.
ჯგუფური ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრების თემები იყო - „როგორ ავაწყოთ ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში“ და ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.
- ერთმანეთის გაგება, ურთიერთპატივისცემა, ყურადღება - ეს ყოველი ოჯახის ღირებულებებია. თუ ყურს მიუგდებთ პარტნიორის გრძნობებს, მიიღებთ მყარ ოჯახს და სიყვარულსა და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევა აქტიური დისკუსიების შემდეგ.
ნოემბერში ქუთაისში გაიმართა 9 ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (63 მონაწილე). ამას გარდა ჩატარდა სამი ინდივიდუალური კონსულტაცია ოჯახურ კრიზისთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა სოლიდარობა - ასეთი იყო ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა ქუთაისში, დევნილთა ჩასახლების კოლექტიურ ცენტრებში. სულ გაიმართა 12 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა - მონაწილეობდა 88 ქალი 21-დან 66 წლამდე.
ყველა შეხვედრა განსხვავებულად ჩატარდა. ქალები ერთმანეთს უზიარებდნენ რეალურ ისტორიებს და თვითონვე აკეთებდნენ დასკვნებს, რომ აუცილებელია სოლიდარობა - ქალების მხრიდან ერთმანეთის მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობის პრევენციის პროცესში.
ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მთავარი მიმართულებაა - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა.
პრიორიტეტი მიენიჭა პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, მუშაობას დევნილებთან, ახალგაზრდებთან, ძალადობის პრევენციას.
20 ოქტომბერს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, რომლებიც შეფასდება ჟიურის მიერ, შეტანილ იქნება გარკვეული კორექტივები და განხორციელდება საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)