დასახული აქტივობების გაცნობის და ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ხელმძღვანელი შეხვდა ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგს, საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორს, სოციალური სააგენტოს იურისტს და სოციალურ მუშაკს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი მხრიდან დაფიქსირდა საპროექტო აქტივობებში ჩართვის მზადყოფნა. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობისთვის და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
„ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“ - ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი ოზურგეთის მერის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის სოფლებში (ნატანები, ბოხვაური, გურიანთა, მთისპირი, მელექედური, ოზურგეთი, ნაგომარი). ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ მერის თანაშემწეები და თემის აქტივისტები. მათ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მუშაობა ძალადობის პრევენციის კუთხით და მზად არიან, თემში შექმნან ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი ჯგუფები.
მუშაობა მიმდინარეობს ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.
ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მედიცინის მუშაკებთან დაიწყო მუშაობა. მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“. ტრენინგს ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, სოციალური სააგენტოს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ აქტიური საინფორმაციო მუშაობა შესაძლებელს გახდის ძალადობაზე დროული რეაგირების სისტემის დანერგვას.
აქტიურ ეტაპზეა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში.“ მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდებთან და საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექციასთან.
შეხვედრის თემა იყო - გენდერის არსი, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობა. მუშობაში აქტიურად ჩაერთნენ წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ლელა ბერძენიშვილი.
მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის კუთხით მიმდინარე ცვლილებებმა. ბავშვებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ გენდერული თემატიკა დღითიდღე აქტუალური ხდება. ასეთი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთობების გამყარებას, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა მარტში ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ეხებოდა - დაარსების ისტორიას, შრომის უფლებებს. შეხვედრების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს იმაზე, თუ რატომ უკავშირდება რვა მარტი ქალებს. სულ ჩატარდა 27 შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტში. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგისა და იურისტის რესურსი. მობილიზატორებმა შეარჩიეს საკითხები სამომავლო ადვოკატირებისათვის.
მარტში სამ კრიზისულ წყვილთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა/კონსულტაცია. კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: სოციალური საკითხები, ფსიქოლოგიური დაძაბულობა, შეუთანხმებლობა.
წყვილები ცდილობენ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და ფიქრობენ გამოსავალზე. კონსულტაციის შემდეგ მხარეებმა ინდივიდუალურად მიიღეს რჩევები კრიზისის დასაძლევად.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საყოველთაო კამპანიას. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და აქტიურ ქალბატონებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო ქალთა უფლებების დაცვაზე, მათი სტატუსის გაზრდაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ადგილობრივ პროგრამებზე, ეკონომიკურ ხელშეწყობაზე.
მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა ვორკშოპებმა თემაზე „სქესობრივი განათლების მნიშვნელობა მოზარდებში“. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვორკშოპების ბოლოს შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ თანატოლთა ინფორმირებას.
მუშაობა ჩატარდა გოჩა ჯიხაიშისა და ნახახულევის სკოლებში ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში.
სამ კრიზისულ ოჯახთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მუშაობა ინდივიდუალური სქემით გაიმართა. კონსულტაციები შეეხო კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ქცევის კორექციას.
კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
თებერვალში შვიდმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა ძალადობის ფაქტების მონიტორინგი - იდენტიფიცირებულ იქნა 7 შემთხვევა.
ქეისების უმრავლესობაში აღწერილია ისეთი ფაქტები, რომლებსაც აშეივსო შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე, მსხვერპლთა ნებართვით, ორი გადამისამართდა იურისტთან და ერთი - ფსიქოლოგთან.