ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ შესახებ. მასში ასახული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები: საორგანიზაციო შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან, ტრენინგი ტრენერთათვის, ვორკშოპები გენდერული საინიციატივო ჯგუფებთან სენაკის 14 ტერიტორიულ ერთეულში გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემებზე, ახალგაზრდების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები.
{youtube}5qdziqAKsYU{/youtube}
ტელეკომპანია „ეგრისის“ (სენაკი) ეთერში გავიდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, მის სოციალურ მასშტაბებსა და საფრთხეს. ეს აქტუალური თემაა სენაკისთვის, თუმცა ჯერ კიდევ კერძო პრობლემად მიიჩნევა.
როგორ ეხმაურებიან სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საზოგადობის წარმომადგენლები, თვითმმართველობის წევრები ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას - 2015 წელი გამოცხადდეს ქალთა წლად.
სიუჟეტი წარმოადგენს არსებულ სურათს და პერსპექტივებს - ქალის მეტი სოციალური დაცვისა და პრევენციული ზომების მიღების თვალსაზრისით.
ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა. მასში გაშუქდა ინფორმაცია ხონში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებას ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე.
სიუჟეტში აისახა პროექტის მიმდინარეობა: როგორ მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხონში, რომელი პრობლემის ადვოკატირება მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე რომელი საკითხის ადვოკატირებაზე უწევთ მუშაობა. მაყურებელი მოისმენს ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში და რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.
რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.
რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს მომავალი ტრენერებისთვის კონფლიქტების პრევენციის თემაზე.
ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).
სიუჟეტში ტრენინგის მონაწილეები შთაბეჭდილებებს უზიარებენ მაყურებელს, თავიანთ მოლოდინებზე და მუშაობის პერსპექტივებზე საუბრობენ.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით