რა გამოვლინდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად და რას გეგმავს საბჭო იდენტიფიცირებული საჭიროებების ადვოკატირებისათვის; როგორ აფასებენ საბჭოს წევრები ქსელის შექმნას და რა მოლოდინები აქვთ გაზრდილი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფონზე; რომელი საკითხების ინტეგრირებას ისახავენ მიზნად მომდევნო წლის ბიუჯეტში და რა გამოწვევებს ხედავენ საბჭოს საქმიანობისათვის.
სენაკის გენდერული საბჭოს წევრების მოსაზრებები რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა:
„საბჭოები აქამდეც ვცდილობდით ინფორმაციის გაცვლას, მოხარული ვართ, რომ ქსელი ამის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“; „შარშან ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა საკრებულოს მიერ. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს ეს მეტი წარმატებით განხორციელდება“; „საბჭოს მიერ იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. გენდერული თემატიკა აღარ არის ისე უცხო საზოგადოებისთვის. ახლა მეტი გვაქვს გამოცდილებაც და რესურსიც, ამიტომ ვფიქრობთ, დაწყებულ საქმეს მეტი წარმატებით გავაგრძელებთ“.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ეხება. საბჭოს წევრები საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე, დაგეგმილ ან უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე გვიყვებიან.
სიუჟეტში ხაზგასმულია საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა, რომელთაც დასაბამი მისცეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ რეკომენდაციებს და პროექტებს, რომელთაც საბჭო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სერვისის განვითარების, ბაღების პერსონალის გენდერული განათლების ხელშეწყობის კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ 5 წელია გენდერული თანასწორობის კანონი არსებობს, რომელიც თვითმმართველობას ავალდებულებდა, კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ადგილობრივი საკანონმდებლო აქტები, რაც არ მომხდარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც, საბჭოს წევრების განცხადებით,  საბჭოს საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. გამოითქვა რწმენა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული მიმართულებები ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდაფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა, რომელზეც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წევრებმა (ფონდი „სოხუმის“, ქუთაისის საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ადგილობრივ გენდერულპოლიტიკასა და მის ფორმირებაში ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. კერძოდ: საიდან იღებს სათავეს საბჭოს მიერ თვითმმართველობისათვის წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია მათთან მიმართებაში, რომელი საკითხები აისახება, სავარაუდოდ, ახალ ბიუჯეტში.
გადაცემის სტუმრები 16-დღიან კამპანიაში საბჭოს მონაწილეობასაც შეეხნენ და ადგილობრივ დონეზე ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით აუცილებელი ღონისძიებები განსაზღვრეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

10 მაისს რადიო „რიონის“ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტის დირექტორი, ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი და ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი. რადიოგადაცემაში საუბარი შეეხო დევნილთა დამოკიდებულებას რეფორმის პროექტის მიმართ, აგრეთვე  დევნილთა პრობლემებს და და რეფორმის გავლენას მათ ოჯახებზე.

(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.

რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?

სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებთან.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.

მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე ჩატარებულ კვლევებს, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხები - რა საფრთხეები გამოიკვეთა ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი, სოციალური ჯგუფის მიერ დასავლეთ საქართველოში; სად გრძნობენ ქალები თავს შედარებით დაცულად და რომელ სფეროებში მიიჩნევენ საჭიროდ არსებით რეფორმებს; რა რეკომენდაციები დაიდო კვლევის შედეგად და როგორია კვლევის უკუკავშირი - რადიოკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და ქალთა საკითხების ადვოკატირების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრეს.

გადაცემაში წარმოდგენილ ინტერვიუებში გაჟღერდა ხონში, წყალტუბოში გაკეთებული შეფასებები, კიდევ ერთხელ დასახელდა რეგიონის ქალთა სპეციფიკური პრობლემები. ითქვა, რომ მათი ადვოკატირება  ქალთა აქტიურმა ჯგუფებმა უნდა დაიწყონ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საქმიანობის რა ეტაპზეა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო; რომელია ის პროექტები, რომელთაც ახალ 2016 წლის ბიუჯეტში განახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის; გრძელვადიანი სტრატეგია ქალთა მხარდაჭერისათვის, რომელშიც ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის იმედი აქვს; წარმატებები, სამომავლო გეგმები, გამოწვევები - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება რადიონარკვევში, რომელიც „ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა.
რადიოსიუჟეტი ასევე ეხმაურება ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელურ შეხვედრას. მას მოწვეულმა სტუმრებმა - ექსპერტებმა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს იმ კუთხით, რომ ჩამოყალიბდა ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა და მომზადდა რეკომენდაციები ქალთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ახალი სახელმწიფო სამოქმედო გეგმისათვის, რომლის ხელმოწერა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 

რადიოგადაცემაში მოთხრობილია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“, რომელიც  ფონდი „სოხუმისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა. პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება და მასში სენაკის გენდერული საბჭოს წევრები არიან ჩართული. მათი განცხადებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარებული ვორკშოპები ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული განათლების ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით.

გადაცემის რესპონდენტები შეეხნენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ საჭიროებათა კვლევას, ისაუბრეს მის მიზანზე, მიღებულ შედეგებზე.   დასახელდა ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და  სხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ პირველი რიგის საჭიროებად დასახელებული პრობლემები. მათ გამოთქვეს იმედი, რომ კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სენაკის თვითმმართველობის ბიუჯეტში და ამის საფუძველს წინა წლების გამოცდილება აძლევთ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

{youtube}I_ugBrkgfs0{/Youtube}

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შედეგები და გეგმები - ამ საკითხებზე საუბრობენ  საბჭოს წევრები და მის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული ახალგაზრდები რადიო „ძველი ქალაქის“   სიუჟეტში.

რესპონდენტთა განმარტებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში არაერთი გენდერული მიმართულება გაჩნდა - წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური წახალისება, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის დაფინანსების გაზრდა, გენდერული განათლების პროექტების მხარდაჭერა. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს მედიის მხარდაჭერის, გენდერულად მგრძნობიარე ჟურნალისტიკის საკითხს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„თავისუფლების“ ეთერში გავიდა რადიოსიუჟეტი, რომელიც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალგაზრდულ პროექტზე მოგვითხრობს.
სიუჟეტი ხაზს უსვამს თემის აქტუალობას:  საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირება - არაძალადობრივი ცნობიერების დამკვიდრება და სტერეოტიპების მსხვრევა, ჯანსაღი კომუნიკაციების ხელშეწყობა, რასაც პროექტი ითვალისწინებს, პასუხობს ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ახალგაზრდებთან გენდერული განათლების კუთხით მუშაობის აუცილებლობას აღნიშნავენ ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ ბათუმში.
როგორ უნდა ჩაერთონ გენდერული საკონსულტაციო საბჭოები საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხების გადაჭრაში, რა სტრატეგია უნდა დაისახოს თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის - ამ საკითხებზე საუბრობენ სიუჟეტში ბათუმის და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრები.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები