დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღე მრგვალი მაგიდით აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში და მიღწია მიზანს - მათ მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალურ პროგრამებზე, გაიგეს უფრო მეტი სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით არსებულ მხარდაჭერაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ინიციატივით საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ითქვა ქალთა სოლიდარობის კვირეულის და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება 8 მარტს მირთმეული ყვავილებით, რომ ქალთა უფლებების დაცვა აქტუალური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის - ეს აქტუალური საკითხი განიხილეს წყალტუბოს საკრებულოს დარბაზში, სადაც თავი მოიყარა საინტერესო აუდიტორიამ: თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ახალგაზრდები, ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.
მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელშიც მოცემულია კონფლიქტისშემდგომი პერიოდის და მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები, გალის მოსახლეობის პრობლემები და პოტენციალი.
ჯგუფური მუშაობის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.
მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“ მიეძღვნა ქალთა სოლიდარობის კვირეულს.
ინფორმაცია კვირეულთან დაკავშირებით, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის ანალიზი და გეგმების გაცნობა - ყოველივე ეს საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. მათ ბოლოს ერთად გადაიღეს ფოტო და აღნიშნეს, რომ ქალთა სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია შეცვალოს მომავალი.



ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“, ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“. შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და გაიმართა გადაღებული ფილმის პრეზენტაცია.
მრგვალ მაგიდას დაესწრნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები - მათ შორის დევნილები, ახალგაზრდები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. დისკუსიას ინტერესით ადევნებდნენ თვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „მთელი ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იწყებოდა სიტყვით რთული (трудный). თუმცა ის, რაც გვაერთიანებდა, იყო მყარი მშვიდობის სურვილი და მისწრაფება“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეფასებით, კვლევამ გამოკვეთა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესებში. აღინიშნა ფონდი „სოხუმის“ წვლილი იმ კუთხით, რომ „ის არავის აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და გვერდზე გადადოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები“.
მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“ ჩატარდა ქუთაისის საკრებულოშიც. ღონისძიება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ორგანიზებით გაიმართა ქალთა სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა - საკრებულოს დეპუტატებმა, ქალაქის მერიის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შესახებ. ითქვა ცენტრის სერვისებზე, მიღწეულ შედეგებზე ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალს მეტი ყურადღება სჭირდება და მის საჭიროებებზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მოწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები. გულისტკივილით გაიხსენეს აფხაზეთი, დევნილობასთან დაკავშირებული სირთულეები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ პროგრამებზე და დევნილთა განსახლების საკითხებზე. შეხვედრა აქტიურად წარიმართა და მონაწილეებმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
ფონდ „სოხუმში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - რეფერალური სუბიექტების მუშაობა: გამოწვევები, პრობლემები, დაძლევის გზები“.
მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სააგენტოების, იურიდიული მომსახურების ცენტრების, პოლიციის სამმართველოს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის წარმომადგენლები, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელები.
შეკრებილებმა ისაუბრეს პრობლემაზე და მისი მოგვარების რეალურ გზებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)