20 ივნისი ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღეა. ქუთაისში, თიბისი გალერეაში ამ დღეს ფონდ „სოხუმთან“ არსებულმა გაერთიანებამ „გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისთვის“ მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.
ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილთა სტრუქტურებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სწორედ დევნილთა თემის წარმოჩენა მოხდა - მისი ყოველდღიურობით, მიღწევებით...
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, პარტნიორი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.
18 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დევნილმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოპების შედეგად დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაატარონ მონიტორინგი, შეისწავლონ პრობლემები და გამონახონ მათი მოგვარების გზები.
ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტი „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“. პროექტის არეალია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა -პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღის (#1, #2 და კოპიტნარის) აღჭურვა ინვენტარით
- არაფორმალური განათლება დევნილთა თემისათვის
- დევნილთა რესურს-ცენტრის ჩამოყალიბება
- დევნილთა პრობლემების წამოწევა ადგილობრივ თვითმმართველობაში
მონაწილეები - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროექტით და გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)



პირველი შეხვედრა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრა მოეწყო გამგებლის წარმომადგენლებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ შეკრებილებს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, დებულება გენდერული საინიციატივო ჯგუფებისა, რომლებიც შეიქმნება სოფლის თემებში. პროექტის ფარგლებში ეს ჯგუფები გაივლიან სპეციალურ ვორკშოპებს გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებას.
მაჟორიტარმა დეპუტატებმა და გამგებლის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ ჩაერთვებიან პროექტში და ხელს შეუწყობენ ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაზრდას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.
8-11 ივნისს სტამბულში გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. შემუშავდა ახალი პროექტის სტრატეგია.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით








ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ გურიის გუბერნიის მხრიდან მიიღო წინადადება, ხელი შეუწყოს საბჭოების შექმნას გურიის მასშტაბით, რადგან საბჭოსა და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ოზურგეთის მოსახლეობისთვის.
თებერვლის შეხვედრაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქალები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საჭოს მუშაობის პრინციპები, დაიგეგმა შეხვედრები ორივე მუნიციპალიტეტში საბჭოების ოფიციალურად ფორმირების მიზნით. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოს წევრი ქალბატონები დიდი მოტივაციით მიუდგნენ სიახლეს, რომლის დანერგვასაც მათ მუნიციპალიტეტებში აპირებს გენდერული საკონსულტაციო საბჭო.