„გენდერი და გენდერული ძალადობა“ - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი სენაკის საკრებულოში გენდერული საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში (ფონდი ,,სოხუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით).
ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე თემის 2-2 წარმომადგენელმა. ისინი გაეცნენ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, მწვრთნელისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შემდგომ თავიანთ თემებში გენდერის თემაზე ვორკშოპებს ჩაატარებენ.
სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის. ეს იყო პირველი ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში. პროექტი მიმართულია ქალთა აქტივობის განვითარებისა და მათი როლის გაზრდისაკენ საარჩევნო პროცესში.
ტრენინგის 17 მონაწილე გაეცნო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - საქართველოს საარჩევნო კოდექსი, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, გენდერის თემა ქალ-კანდიდატთა მხარდაჭერის კუთხით.
ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ისინი მზად არიან, ჩაერთონ კლუბის მუშაობაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის მიზნების მიღწევაში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საკურორტო სერვისი და მომსახურების ეტიკეტი“. მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიხატებოდა იმით, რომ გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია ამ სფეროში და მათთვის აუცილებელია ტრენინგით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების ათვისება. ტრენინგზე თეორია და პრაქტიკა დოზირებულად იყო მიწოდებული, რამაც მის პროდუქტულობაზე დადებითად იმოქმედა.
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენინგების ციკლი უფრო მასშტაბურად ჩატარდება.
წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საკურორტო სერვისი და მომსახურების ეტიკეტი“. ტრენინგზე მონაწილეობას ღებულობდნენ წყალტუბოს სხვადასხვა სასტუმროს პერსონალი და პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროში დასაქმებით.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სასტუმროს პერსონალი შესაბამისად ემსახურებოდეს კლიენტებს. შეხვედრა დაფუძნებული იყო მიღებული თეორიის პრაქტიკით გამყარებაზე. მონაწილეების თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენიგების ციკლი უფრო მაშტაბურად ჩატარდება.




22-25 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ ადვოკატირების საკითხებზე გამართულ ტრენინგზე. ტრენინგი ჩატარდა ერევანში ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს ორგანიზებით. შეხვედრაზე მოხდა პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების კუთხით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ოჯახი ძალადობის გარეშე“ ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
დასაწყისში მოეწყო შეხვედრები თემში მცხოვრებ ქალბატონებთან და მათი შერჩევა ტრენინგისთვის. შემდეგ ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 23 ადამიანი სხვადასხვა სოფლიდან. ტრენინგის თემა იყო „ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები“. მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები.
ტრენინგის მონაწილეთაგან შეირჩნენ ქალბატონები, რომლებიც ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ოჯახში ძალადობის საკითხზე ორსანტიის, ინგირის და დიდი ნეძის თემებში მცხოვრები ქალბატონებისთვის.



პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ, ორდღიან ტრენინგზე. 26-27 თებერვალს ისინი მუშაობდნენ პროექტის წერასა და დიზაინზე.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის წერის პრინციპებს - პროექტის სახელი, მიზნების აღწერა, პრობლემის აღწერა, რისკების განსაზღვრა, ღონისძიებების ჩამონათვალი.
მეორე დღეს კი იყო პრაქტიკული მუშაობა - მობილიზატორებმა მცირე პროექტები შეიმუშავეს ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრისთვის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა).
