- პოსტრამვული სტრესის სინდრომის განსაზღვრა. მსხვერპლის იდენტიფიკაცია და შემდგომი ეტაპები. მონაცემების სისტემატიზაცია, - ამ საკითხების განხილვით დაიწყო ტრენინგის მესამე, ფინალური დღე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ფონდ „სოხუმში“.
მონაწილეებმა ჯგუფური სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს, რა ბარიერები ახლავს ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის პროცესს. ისაუბრეს მოსალოდნელ რისკებზე. მათი განსაზღვრის შემდეგ კი უსაფრთხოების გეგმასა და მსხვერპლის დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრენინგი ყველა კლინიკაში უნდა ჩატარდეს. მასშტაბების გაზრდა ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონლის ინფორმირებას და ძალადობის მსხვერპლის ეფექტურ დახმარებას.
ტრენინგების ციკლი ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“.
1-4 დეკემბერს სტამბულში, შვედეთის კვლევით ცენტრში გაიმართა ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ტრენერთათვის კონფლიქტების ადრეული პრევენციის თემაზე სისტემა GREWS-ის გამოყენებით. ტრენინგი დააფინანსა შვედეთის ქალთა ფონდმა Kvinna till Kvinna.
როგორ მოვიზიდოთ მოხალისეები კონფლიქტის ადრეული პრევენციის და ადრეული რეაგირების სისტემაში მონაწილეობისათვის, ცვლილებების თეორიასთან დაკავშირებული სისტემა GREWS-ის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება - ეს და სხვა მრავალი საკითხი იყო განხილული ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგზე.
ჯგუფი ესტუმრა სირიის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სტამბულში მუშაობს კონფლიქტების ადრეული პრევენციის საკითხებზე, აგრეთვე თურქეთში შვედეთის გენერალურ კონსულს, რომელმაც მოისმინა ინფორმაცია ჩვენს საქმიანობაზე და გაგვიზიარა გამოცდილება თურქ ქალებთან მუშაობის შესახებ.
ოთხი ნაყოფიერი, შემეცნებითი დღე დაძაბულ, მაგრამ სასარგებლო მუშაობაში გავიდა.
სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში 1 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და ეროვნული ქსელის იმერეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელი - ფონდი „სოხუმი“.
ტრენინგი საინტერესოდ ჩატარდა - იყო ინფორმაციის გაზიარება, ახალი ცოდნის მიღება და ბევრი აქტუალური საკითხის განხილვა.
1 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის.
ტრენინგის თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“. მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის პრობლემაზე, მოიყვანეს არაერთი მაგალითი, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
ფონდი „სოხუმი“ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელია და აქტიურად მუშაობს ძალადობის პრევენციის კუთხით.
ქუთაისის სხვადასხვა კლინიკის ექიმები და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მეორე ტრენინგზე შეიკრიბნენ ფონდ „სოხუმში“.
გაგრძელდა საუბარი ტრენინგის თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“მეორე დღეს მონაწილეებთან იმუშავეს ფსიქოლოგმა და ექიმმა. განიხილეს ძალადობის ციკლის თეორია, მსხვერპლისა და მოძალადის თანაცხოვრების ფაზები და ეტაპები, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქო სოციალური პორტრეტები, პაციენტის პირველადი ვიზიტი და მსხვერპლის იდენტიფიკაცია ექიმის მიერ. სპეციფიკური ნიშნები: გარეგნულად შესამჩნევი სხეულის დაზიანებები და გარეგნულად შეუმჩნეველი ნიშნები.
ტრენინგების ციკლი ტარდება პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.
მალე მონაწილეები მესამე, ფინალურ ტრენინგზე შეხვდებიან ერთმანეთს და პრაქტიკულ საკითხებზე იმსჯელებენ.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
ამდენი ექიმი პირველად შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ოფისში - ქუთაისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა ტრენინგში თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“
პირველი ტრენინგი მიეძღვნა გენდერულ პრობლემებს სოციალურ და სამართლებრივ ჭრილში. განხილულ იქნა აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები. გენდერული ძალადობის ანატომია. სამართლებრივი გარემო: კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები. რეფერალური სუბიექტები.
ტრენინგების ციკლი ტარდება პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.
ერთ კვირაში მონაწილეები მეორე ტრენინგზე შეიკრიბებიან.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
9 ნოემბერს კიდევ ერთი გაკვეთილი-ტრენინგი გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.
გაკვეთილის თემა იყო „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“. მოსწავლეები გაეცნენ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების პრინციპებს და რჩევებს სწორი ქცევის შესახებ. მუშაობა ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). როგორც წინა 9 გაკვეთილი, მე-10 გაკვეთილიც მოეწონათ მონაწილეებს - ეს იყო საინტერესოდ, გონივრულად გატარებული დრო, ბევრის შეძენა.
მე-9 გაკვეთილი-ტრენინგი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). გაკვეთილის თემა იყო: „ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციებში“. მოსწავლეებმა შეისწავლეს ქცევის სტილები, განსხვავებები მათ შორის. ასევე გაეცნენ, რომელ სიტუაციაში რომელი ქცევის სტილია მისაღები. გაკვეთილი ჩატარდა ხალისიანად, თითოეული მონაწილის აქტიური ჩართვით.
მუშაობა განხორციელდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.
2 ნოემბერს ჩატარდა მე-8 გაკვეთილი-ტრენინგი, რომელიც ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.
გაკვეთილი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). ის კონფლიქტის შესაძლო შედეგების განხილვას დაეთმო. კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეები გაერკვნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კონფლიქტს. თემამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტის„ძალადობისგარეშენაბიჯ-ნაბიჯმშვიდობისშენებისთვის“ ფარგლებშიმე-7გაკვეთილი-ტრენინგი 29 ოქტომბერსჩატარდა. მოსწავლეებმაგანიხილეს სახელმძღვანელოში აღწერილი კონფლიქტები და მათი განვითარების სტადიები. ნაწილმადახატაკონფლიქტი და მისი დადებითი მოგვარების გზა, ნაწილმა კი მოამზადაკონფლიქტისდადებითიმოგვარებისინსცენირება.
მეშვიდე გაკვეთილი, ისევე როგორც წინა ექვსი, ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი).