ზუგდიდში მეორე ტრენინგი გაიმართა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაშის, კორცხელის, ნაცატუს, განმუხურის, გრიგოლიშის, დარჩელის, კიროვის ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
პრობლემაზე მსჯელობა, კონკრეტული მაგალითები, დისკუსიები, რეკომენდაციების შემუშავება - ტრენინგის ყოველი მონაკვეთი საინტერესო და აქტიური იყო. რაც მთავარია. გამოჩნდა მონაწილეთასურვილი, ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.
ტრენინგების ციკლი გრძელდება.
პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში მუშაობა კვლავაც გრძელდება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით).
ამჯერად, რიგით მეოთხე ტრენინგზე შეიკრიბნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - ჩხორია, ზედაეწერი, ტყაია, ხურჩა, ნარაზენი, შამადელა, ორსანტია - წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგზე განხილული საკითხები. განსაკუთრებით - საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და რეკომენდაციების შემუშავება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის
დასრულდა კომპიუტერის კურსების პირველი ეტაპი თერჯოლაში. მონაწილეები დაეუფლნენ და გაიარეს შემდეგი: Windows საოპერაციო სისტემით მუშაობის საფუძვლები, Word ტექსტების პროცესორის გამოყენების საფუძვლები: Word-ის დოკუმენტის რედაქტირება: ტექსტის გაფორმება: დოკუმენტის ბეჭვდა: ცხრილები და მრავალი სხვა.
წყალტუბოში დასრულდა ორთვიანი კომპიუტერის კურსი პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობა წყალტუბოს რაიონში“ ფარგლებში.
კურსი გაიარა 16 მონაწილემ. მათი მოტივაციის საფუძველზე პროგრამით გათვლილ მასალაზე მეტი იქნა მათთვის მიწოდებული. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. აღნიშნულ იქნა, რომ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია მათი დასაქმებისათვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
5 მაისს პროექტის „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“ ფარგლებში თერჯოლაში დასრულდა „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ ორთვიანი კურსი (ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით, დონორი - მსოფლიო ბანკი).
კურსის ბოლოს გაიმართა ტესტირება ნასწავლი მასალის მიხედვით. ტესტირებამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს სწავლების კურსი. ისინი მიღებულ ცოდნას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში.
7 და 9 მაისს თერჯოლის ახალგაზრდულ სახლში ჩატარდა ტრენინგი „საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების“ თემაზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა ახალგაზრდამ - მათგან 10-10 კომპიუტერული და საბუღალტრო სწავლების კურსდამთავრებულები არიან, ხოლო 10 - ახალი მონაწილეა.
ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი იდეის შესაბამისად დაწერონ ბიზნეს-გეგმა და განსახილველად წარუდგინონ კომისიას. გამარჯვებული მონაწილე სამახსოვრო პრიზით დასაჩუქრდება.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ის ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პროფესიული გადამზადების კურსებს: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მეტ შესაძლებლობას და ოჯახების სოციალური ფონის გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში.
10 მარტს დაიწყო კომპიუტერული კლასის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)







სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.
ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.
18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.
მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.
ფონდმა „სოხუმმა“ თერჯოლაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ახალგაზრდების განვითარება ახალ საფეხურზე“. პროექტის მონაწილე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება პროფესიული გადამზადების კურსები: ბუღალტერია, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესის მართვა.
15 მარტს ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვის პირველი გაკვეთილი. კურსს გაივლის ორი 15-კაციანი ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)