წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო კონსტიტუციის განხილვას. კლუბის წევრები გაეცნენ ცვლილებებს კონსტიტუციაში, დააფიქსირეს თავიანთი აზრი.
შეხვედრაზე ასევე შეჯამდა კლუბის მუშაობა, გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი მხარეები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც. აღინიშნა, რომ კლუბის არსებობა მნიშვნელოვანია ქალთა გააქტიურების, აქტუალური საკითხების წამოწევისა და გადაჭრისათვის.
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა მხარი დაუჭირა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“. პროექტი 16 თვის განმავლობაში განხორციელდება.
პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით, მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. სასწავლო ვიზიტების, კვლევების და შემდგომი საზოგადოებრივი და საექსპერტო კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე.
ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის, ღონისძიებების და პუბლიკაციების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების 28 წევრი 6 რეგიონიდან - მათთვის ქუთაისში ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგის 1-ლი ეტაპი. ტრენინგის თემა იყო გენდერი და გენდერული ძალადობა.
მუშაობა ორ ჯგუფში წარიმართა. იყო დიდი ინტერესი თემების მიმართ, ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება, საუბარი ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე.
უკუკავშირის დროს გაირკვა, რომ ახალგაზრდები ჩაწვდნენ გენდერის არსს, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გახდნენ მწვრთნელები.
ამის შესაძლებლობა არის კიდეც - მონაწილეები კამპანიის დღეებში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სკოლებში. ბევრი მათგანისთვის ეს იქნება პირველი გამოცდილება და წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.
ტრენინგის აქტიური მონაწილეებისთვის გაიმართება მე-2 ეტაპი.
ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, პრობლემათა ადვოკატირება და მოგვარება - ამ და სხვა საკითხებს აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა დაეთმო ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. სულ ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი, 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ და გამოკითხულ იქნა 200 ადამიანი.
კვლევის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაფიქსირდა რესპონდენტების ინფორმირებულობის დაბალი დონე ბიუჯეტის პროგრამებთან დაკავშირებით. მათ ხაზი გაუსვეს მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვისათვის. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება არის გასამახვილებელი ქალთა ჩართვაზე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში, სადაც მოსახლეობა თავის საჭიროებებს აფიქსირებს.
კვლევის შედეგების საბოლოო ანგარიში წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე.
სანატორიუმი„მეტალურგი“, „კოლხეთი“, „სამგურალი“, ახალიდასახლება - წყალტუბოში, დევნილთა ამ კოლექტიურ ცენტრებში ჩაატარეს5 ვორკშოპიახალგაზრდებმა, რომლებიც ტრენინგზე გაეცნენადვოკატირებისპრინციპებს.
ვორკშოპების დროს მონაწილეებმა დაასახელეს თავიანთ კოლექტიურცენტრებშიარსებული უამრავიპრობლემა: ცუდი საცხოვრებელიპირობები, ელექტროენერგიისმაღალიგადასახადი, უპატრონოძაღლებისპრობლემა, გაუმართავისაკანალიზაციოსისტემის პრობლემა, ტერიტორიისდაბინძურება, არასაკმარისიგარეგანათება, ბავშვთა გასართობი მოედნების არარსებობა...
ვორკშოპების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, თავად დაიწყონ ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
რა სირთულეები ახლდა გამოკითხვის პროცესს, რა გამოცდილება მიიღეს და რამდენად კმაყოფილი არიან მიღებული შედეგებით - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ამ უკუკავშირით მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს:
- არ მქონდა არანაირი გამოცდილება, პირველად ჩავერთე გამოკითხვის პროცესში და მივიღე საოცარი პრაქტიკა, სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ.
- სირთულეები ახლავს ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას. ჯგუფის მართვა, ფასილიტაცია არ ყოფილა ადვილი, თუმცა მოვახერხე, რომ ყველა მონაწილე აქტიურად ყოფილიყო ჩართული პროცესში.
აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მონაწილეებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
გაზეთ „ხონელში“ სტატია დაიბეჭდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში წარმართულ აქტიურ მუშაობაზე ხონის მუნიციპალიტეტში.
ხონში სამი საინიციატივო ჯგუფია - ორში ქალები არიან გაერთიანებულნი, ერთი კი ახალგაზრდულია. სტატიის ავტორია ქალთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი გურანდა ცაგურია, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში.
ჯგუფები მარტში ჩამოყალიბდნენ და მას მერე მთელი ძალისხმევით მუშაობენ. ასე იყო მაისშიც: ახალგაზრდებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე. ქალებთან კი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს საჭიროებების კვლევაზე - როგორ დაგეგმეს საქმიანობა, რა გამოუვიდათ, მუშაობისას რა აღმოჩნდა რთული და ა.შ. ეს ქალთა ჯგუფების მიერ ჩატარებული პირველი კვლევა იყო, მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და, რაც მთავარია, მომზადდება დოკუმენტი, შეფასდება ქალთა საჭიროებები, შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას.
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).
პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).