ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ფონდმა „სოხუმმა“ პირველად დაიწყო ინტენსიური მუშაობა. პირველ შეხვედრას - პროექტის პრეზენტაციას - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პროექტითაა გათვალისწინებული: ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამწლიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებას და პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
სამი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალთა ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა ზუგდიდში, მეორეში კი გაერთიანდნენ ორ სოფელში - კოკსა და ხურჩაში მცხოვრები ქალები.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემის არსი, მისი კომპონენტები და განხორციელების ეტაპები. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევების ჩატარების შესახებ. კვლევის მიზანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ინტერესების შესწავლა.
მესამე ჯგუფში ახალგაზრდები არიან და ის კოკის საჯარო სკოლაში შეიქმნა. მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებულია. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელთაც გაიარეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თანატოლებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა კონფლიქტების პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის შესახებ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როლური თამაშებისა და თემატური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კონფლიქტების ადრეული მართვა, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები გენდერულ ჭრილში. თემისადმი ინტერესი როლური თამაშების ანალიზის პროცესში გამოხატეს.
მეორე შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მათ მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე და ჩაერთვებიან კვლევაში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით.
- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.
გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც.
ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.
დასრულდა ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მესამე მონიტორინგი, რომელიც ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთში მონიტორინგი ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები. მათ ასევე ისაუბრეს უკვე განხორციელებული მცირე პროექტის შედეგებზე და ახალდაფინასებული მცირე პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე.
მუშაობა მიმდინარეობს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.
ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.
ლანჩხუთში ორი პარტნიორი ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან ერთად პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ - სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მარტის ბოლოს სწორედ მათ მიიღეს პირველი გრანტები მუნიციპალიტეტში მცირე პროექტების განხორციელებისთვის.
20 აპრილს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ამ ორგანიზაციების წევრებთან. განხილულ იქნა ახალდაფინანსებული პროექტების შესრულების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ონლაინ ვორკშოპი გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციის დანერგვის თემაზე. ვორკშოპს ესწრებოდნენ ვებგვერდის ადმინისტრატორი, აიტი სპეციალისტი, ფასილიტატორები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებაში.
ვორკშოპის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის სისტემის შესახებ: პეტიციის ელექტრონულად დარეგისტრირება, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურები და ა.შ. ვორკშოპის მეორე ნაწილი დაეთმო სისტემის შიდა ადმინისტრირების საკითხებს.
რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეთიკის კოდექსი საკრებულოს სხდომაზე გაიტანონ საბოლოო დამტკიცებისათვის. ისაუბრეს იმაზეც, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება - ახალ ვერსიაში იქნება ონლაინ პეტიციების სისტემა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ველი, მოხდება საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია.
ახლახან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მინიგრანტები მიიღეს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს მცირე პროექტები, რომლებითაც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტში უფრო ეფექტიანი საჯარო მმართველობის დანერგვას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.
დედამ ნაცნობებთან დატოვა და გაქრა. გოგონა სიყვარულის გარეშე გაიზარდა. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. 15 წლისა გათხოვდა, მაგრამ იქაც ვერ იპოვა ბედნიერება - ქმარი ამცირებდა, სცემდა. მოთმინების ფიალა აევსო, როცა ნაჯახით ლამის მოკლა. მაშინ გადაწყვიტა, ეთხოვა დახმარება და გაქცეულიყო სახლიდან ორ შვილთან ერთად.
ასე მოხვდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.
იქიდან ფონდ „სოხუმს“ დააკავშირეს - აქ გაიარა ფსიქორეაბილიტაცია, პროფესიული კურსები. ფონდმა „სოხუმმა“ მისთვის ბინის დაქირავება შეძლო, დაეხმარა ყოფითი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში.
კოვიდ-19 რომ დაემართა, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, შვილები კი - ბავშვთა ცენტრში. ახლა ისევ ერთად არიან…