ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც   ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე  განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.

დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება ,როგორც თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა- ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის.  მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს

გამოცდილი ტრენერი რუსუდან კარკაძე ესაუბრა.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ გამოკითხვის პროცესს, რომელიც წინა თვეს დაიწყო. ჯგუფის წევრები პროცესს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით ახორციელებენ. მიღებული ინფორმაცია საერთო კვლევაში აისახება, რომლის მიზანია ადამიანური უსაფრთხოების საკითხების გენდერულ ჭრილში გამოკვეთა.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო ინიციატივებზე გააკეთეს აქცენტი. დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, რომელსაც ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა კლასში ჩაატარებენ. მათი მოსაზრებით, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სამშვიდობო თემების პოპულარიზებას.

 გრძელდება კვლევა „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ მიზნით, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ახორციელებენ. ️ამ ეტაპზე, ოთხი ფოკუს ჯგუფი და ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება. ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის თებერვლის თვის ტრადიციული შეხვედრის თემა სამშვიდობო ინიციატივები იყო.ახალგაზრდებმა  სამოქმედო გეგმასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე იმუშავეს. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ, მათ  ახალგაზრდული კლუბის და ფონდ,, სოხუმის,, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

ახალგაზრდების ინფორმირებულობა გენდერულ პრობლემებზე,არაძალადობრივი კულტურის დანერგვის ფორმირება,ამ თემების ირგვლივ იმსჯელეს მორიგ შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კი აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც   ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე  განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.

 ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს და "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივ კვლევას შეუდგნენ. ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “მშვიდობა, ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები” . მონაწილეებმა მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გუნდური ტიპის სავარჯიშოებში ჩაერთნენ, სამშვიდობო სახის ინიციატივები შეიმუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. ტრენინგს USAID-ის პროგრამების მართვის სპეციალისტი, ახალგაზრდული პროგრამების მრჩეველი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელი- გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის კოორდინატორს ,გიორგი ხეჩინაშვილს უმასპინძლეს.აღინიშნა რომ,დონორების მხრიდან , ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მსაგავსი სახის პრეზენტაციები,ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.USAID_ის პროგრამის წარმომადგენელმა თითქმის 3 საათიანი შეხვედრის მანძილზე კლუბის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ.ადგილზე გაეცნო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს.კლუბის ლიდერმა ისაუბრა პროექტის სარგებელის შესახებ.გამოიკვეთა ,რა საკითხები მოგვარდა სოფელში და რა იგეგმება სამომავლოდ.შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის.

წყალტუბოში, ახალგაზრდულმა ჯგუფმა მშვიდობის თემაზე დისკუსია გამართა.ისაუბრეს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლზე . მონაწილეებმა დაასაბუთეს , რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა. ქალთა საინიციატივო ჯგუფი კვლევის პროცესში ჩაერთო. ანკეტების დახმარებით სულ 150 ბენეფიციარი გამოიკითხა. კვლევა მიზნად ისახავს ადამიანური უსაფართხოების ხარისხის შეფასებას გენდერული ნიშნით.

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივი კვლევას შეუდგნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ პასუხისმგებლობები და მოვალეობები გადაინაწილეს.

„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას“ ისახავს მიზნად ფონდი „სოხუმის“ კვლევა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე, რაოდენობრივ კვლევაში ონლაინ-ანკეტების საშუალებით 150 ადამიანი გამოიკითხება. სენაკში ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: მშვიდობა, ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში. მონაწილეებმა როლური თამაშებისა და ინტერაქციული სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს ახალგაზრდების სამშვიდობო ინიციატივებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები