ქუთაისის ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფონდ ,,სოხუმის,, ოფისში გაიმართა.ერთმანეთისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვის შემდეგ ქალბატონებმა ფილმს- „გორელი ქალები სოლიდარობისთვის“, უყურეს.გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამეს.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი -"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები", ,,მედიაწიგნიერების არსი და მნიშვნელობა,,. ახალგაზრდებმა გაიგეს, როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან და შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზეც და გამოთქვეს სურვილი, რომელიც ყველა დროში აქტუალურია - მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შემდეგ ისაუბრეს თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი ქართველ ფემინისტ ქალზე, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ კატო მიქელაძეზე. ფილმს დისკუსია მოყვა, რომელშც მონაწილეობა კლუბის ყველა წევრმა მიიღო.
საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრებთანაც. დამსწრეებმა ნახეს ფილმი „მუსლიმი გოგოები თანასწორობითვის“, რომლის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ორივე შეხვედრის დასაწყისში ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანება და მარტის დღესასწაულები მიულოცეს.
ასევე ორივე ჯგუფმა 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამა. ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა 8 მარტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ქალთა სოლიდარობზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა ორი ფილმი - „არ ილაპარაკო“ და „ყოველთვის 5-1,, ნახეს. მოეწყო დისკუსიაც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა,მშვიდობასა და სოლიდარობაზე,ასევე,ქალთა უფლებების საკითხებზე იმსჯელეს.ისაუბრეს წარმატებული ქალების შესახებ,გაიხსენეს მათი ისტორიები და როლი,მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში.აღინიშნა,რომ ქალთა და ზოგადად,ადამიანების მიმართ სოლიდარობა-ეს არის ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობა,რომელიც ხელს უწყობს წარმატებას. იგივე თემების ირგვლივ ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გაამახვილეს ყურადღება.ახალგაზრდების აზრით,სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია მშვიდობის მშენებლობის პროცესში,ხოლო ამ მიმართულებით ქალთა მხარდაჭერა,კიდევ უფრო საჭირო.
წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია.“ მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება ინფორმაციის პირველწყარო მოძებნონ და ხელი შეუშალონ დეზინფორმაციის გავრცელებას. მეორე ახალგაზრდულ ჯგუფში კი სოლიდარობის თემაზე იმსჯელეს. მონაწილეთა შეფასებით , ქალებს ყველაზე მეტად საკუთარი უფლებების დაცვის დროს სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა.
„ქალები, მშვიდობა, სოლიდარობა“- ამ თემაზე კი დებატები ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამართეს.ისაუბრეს თანასწორობაზე, ძალადობასა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე. მარტის თვის ღონისძიებები ყველა ჯგუფში თემატურად ქალს და ქალის უფლებებს მიეძღვნა.
ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების დევნილთა თემების აქტიურმა ლიდერმა ქალებმა და გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები.“
პროექტის ასისტენტებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებსა და გამოწვევებზე, ქალების მხარდაჭერის, ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციები გაუზიარეს შეკრებილებს. როგორც აღნიშნეს, პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალებზე, მშვიდობასა და სოლიდარობის საკითხებზე იმსჯელეს. გაიხსენეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს. სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
იგივე თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გააკეთეს აქცენტი. ახალგაზრდების აზრით, სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობისმ შენებლობას და ამ საქმეში ქალებს მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: დეზინფორმაცია,არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება,როგორც,თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა.მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია გამოცდილმა ტრენერმა მიაწოდა.მონაწილეებმა განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობისა და სოლიდარობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება,იმსჯელეს ქალის როლზე და წარმატებული ქალების ისტორიები გაიხსენეს,ისაუბრეს მათ წვლილსა და განხორციელებულ საქმეებზე.სოლიდარობა სერიოზული ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობაა,რომელიც წარმატებას განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ საკითხსა და გარემოებაში-აღინიშნა შეხვედრაზე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები.
შეხვედრაზე მოხდა სამიზნე თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია: მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე; სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; დასუფთავების პრობლემა; შიდა გზის რეაბილიტაცია, გარე განათების არარსებობა, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის გაუმართაობა.
სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევა საფუძველს უყრის მიზნობრივ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. მონაწილეთა ჩართულობა და ენთუზიაზმი ასახავს კოლექტიურ ვალდებულებას ქუთაისის დევნილთა დასახლებებში არსებული გამოწვევების დაძლევის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში