სხვადასხვა კურსთან (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული თიხით ძერწვა, ქარგვა) ერთად, უკრაინელი, რუსი და ბელარუსი ბავშვებისთვის იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები.
2 მაისს სასტუმრო „არგოს“ ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასით აღინიშნა ქუთაისის დღე - გვირილობა. ეს იყო გემოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, სადაც ყველამ თავი დიდი ქართული ოჯახის წევრად იგრძნო.
პატარა მონაწილეებისთვის მოეწყო სენსორული თამაშები. ღონისძიების კულმინაცია იყო მონაწილეების მიერ მომზადებული ხაჭაპურების დეგუსტაცია.
17 მაისს ბავშვები ესტუმრნენ ტელერადიოკომპანია „რიონს“. მათ შეიხედეს სატელევიზიო მუშაობის კულისებში. გაიგეს, რა ეტაპებს გადის გადაცემა იდეიდან ეთერში გასვლამდე და რა ტექნოლოგიები გამოიყენება. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 105.5 FM რადიოსადგურის ტურმა.ისინი გაეცნენ რადიოწამყვანების მუშაობას, როგორ იქმნება რადიოკონტენტი, როგორ მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია.
ეს დღეები დაუვიწყარია თითოეული მონაწილისთვის.
https://www.facebook.com/61554495770111/videos/1387114788674857
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
მაისში საინტერესო მუშაობა მიმდინარეობდა ექვსივე კურსზე (ქართული ენა, ინგლისური ენა, სამსახიობო ხელოვნება, ფოტო და ვიდეოგადაღება, პოლიმერული თიხით ძერწვა, ქარგვა).
ფოტო და ვიდეოგადაღების ახალი ჯგუფი მაისის ბოლოს დასრულდა. მაისში ძერწვის ახალი ჯგუფი შეუდგა სწავლას. ბავშვები საკმაოდ ნიჭიერები არიან და გამოირჩევიან უჩვეულო ხედვით, ფანტაზიით, უნარებით. მაქსიმ ბელოვი, მაგალითად, თავის გამოგონილ საოცარ პერსონაჟებს ქმნის.
თანდათანობით უკეთესი შედეგები აქვთ ქართულის თუ ინგლისურის კურსების მონაწილეებს. ისინი კითხულობენ, წარმოთქვამენ სპეციფიკურ ბგერებს, ადგენენ წინადადებებს, წარმართავენ დიალოგებს.
მაისში ფსიქოლოგიც აქტიურად, გეგმის მიხედვით მუშაობდა. გაიმართა საუბრები ბავშვებთან შემდეგ თემებზე: გრძნობების პროგნოზი, ემოციების მართვა, თანაგრძნობა და ა.შ. გაიმართა 9 ჯგუფური და 10 ინდივიდუალური შეხვედრა.
ყველაზე მთავარი, რასაც ემსახურება პროექტი, არის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ყველა კურსზე იგრძნობა. ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს, განიცდიან, როცა რომელიმე მათგანი ავად ხდება...
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამართულ ღონისძიებას ყველა ბავშვი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს კურსებზე შექმნილი ნაძერწები და ნაქარგები, ასევე თავიანთი ნახატები. სამსახიობო კურსის მონაწილეებმა კი ლექსები წაიკითხეს ქართულ ენაზე.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
ხონის ახალგაზრდული კლუბი წევრები შეუდგნენ პროექტის- “სალონური საუბრები,, განხორციელებას, რომელიც USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაუფინანსდათ. კლუბის წევრებთან შეხვედრა ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალგაზრდებმა პროექტის დეტალებზე იმუშავეს. განიხილეს დაგეგმილი აქტივობები, განსაზღვრეს მათი განხორციელების ვადები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.
ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წარმომადგენლებმა კიდევ ერთელ გადახედეს კვლევის-„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და ადვოკატირებისთვის პრობლემებიც შეარჩიეს. ისინი მათ მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გეგმავენ.
ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფთან კი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებს და საინტერესო კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირისგან მიიღეს
წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამშვიდობო მიმართულებით. მინი -პროექტები, რომელსაც ახალგაზრდები ახორციელებენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები, ნახატების გამოფენა, კონფერენციები, სალონური შეხვედრები საპროექტო აქტივობების ნაწილია. პროექტები 15 ივნისამდე განხორვციელდება და პროცესში მთელი ჯგუფია ჩართული, მიზანი კი საზოგადოებაში მშვიდობის კულტურის დანერგვაა.
წყალტუბოს ქალთა ჯგუფი კვლევის შედეგად გამოკვეთილ რეკომენდაციებზე მუშაობს. წევრებმა რამდენიმე პრობლება განიხილეს. მომდევნო თვიდან კი ადვოკატირების გეგმაზე იმუშავებენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს.მათი თქმით,გამოწვევად კვლავ რჩება უმუშევრობა,დაბალი ხელფასები,არასტაბილური გარემო.ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს,რომ, ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პროგრამების შესახებ,მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენა,საკონსულტაციო სერვისების ხელმისაწვდომობა პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია.იმსჯელეს მიგრაციის მაღალ მაჩვენებელსა და თანმდევი სოციალური შედეგების შესახებ.ისაუბრეს მოზარდების გაუარესებულ ფსიქო-ემოციურ ფონზე.შეხვედრის ბოლოს იმ საკითხთა ჩამონათვალი გაკეთდა,რომელთა ადვოკატირებას უახლოეს მომავალში მოახდენენ.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები სამშვიდობო მიმართულების მინი-პროექტზე მუშაობენ. პროექტი მიზნად მშვიდობის საკითხის პოპულარიზებას ისახავს. იმავე ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია“. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს, ერთმანეთისგან გაარჩიონ სწორი და ყალბი ინფორმაცია.
სენაკის ქალთა ჯგუფის წევრებმა კი კვლევის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები გაანალიზეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელთა ადვოკატირებასაც მომდევნო თვეებში შეეცდებიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს,სადაც მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს.პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით მშვიდობის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.ამ კუთხით,საინიციატივო ჯგუფის მიერ, უამრავი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს,რომლებიც კვლევის :"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება"-პროცესში გამოიკვეთა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ სახელმწიფო სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა,მნიშვნელოვნად გაზრდის მოქალაქეების აქტიურობას ,რაც უმთავრესია მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის.დასახელდა პრიორიტეტული საკითხები,რომელთა ადვოკატირებასაც ქალთა საინიციატივო ჯგუფი პერმანენტულად მოახდენს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ახალ პროექტზე-,,ჩვენ ვიპოვით გზას ერთმანეთის გულებისაკენ!,, მუშაობენ.
პროექტის მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა ხელოვნებისა და ახალგაზრდული აქტივობებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და მათი აქტიური ჩართვა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების საქმეში.
ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს საპროექტო აქტივობების შესახებ, გამოაცხადეს ესეების და ნახატების კონკურსი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები მუშაობენ პროექტზე:"გამარჯობა აფხაზეთო,შენი!".შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირებაზე დაიწყეს მუშაობა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ,უმუშევრობა,ინფლაცია, მაღალი ფასები კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე,ასევე,მიგრაცია და საკრედიტო სესხები ბანკში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან აქტიურად დაიწყო ანკეტირების პროცესი, ანკეტირება გამოავლენს ქალებს, რომელთაც სურთ, დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ქალთა ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სამკერვალო და სამხატვრო საქმე, მეფრინველეობა, კულინარია, დასუფთავების სერვისი.
ანკეტირების შედეგად სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ხუთი ქალი მიიღებს მცირე გრანტებს და მათ შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ხელსაწყოები და აღჭურვილობა. ქალების მუშაობა აამაღლებს თითოეული მათგანის თვითშეფასებას და გააძლიერებს მათ ოჯახებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)