ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

1 2 3 4

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მედიცინის მუშაკებთან დაიწყო მუშაობა. მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“. ტრენინგს ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, სოციალური სააგენტოს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ აქტიური საინფორმაციო მუშაობა შესაძლებელს გახდის ძალადობაზე დროული რეაგირების სისტემის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

აქტიურ ეტაპზეა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „გენდერული ცნობიერება ახალგაზრდებში.“ მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდებთან და საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექციასთან.

შეხვედრის თემა იყო - გენდერის არსი, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობა. მუშობაში აქტიურად ჩაერთნენ წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ლელა ბერძენიშვილი.

მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის  კუთხით მიმდინარე ცვლილებებმა. ბავშვებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ გენდერული თემატიკა დღითიდღე აქტუალური ხდება. ასეთი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთობების გამყარებას, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სამობილიზაციო შეხვედრების თემა მარტში ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ეხებოდა - დაარსების ისტორიას, შრომის უფლებებს. შეხვედრების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს იმაზე, თუ რატომ უკავშირდება რვა მარტი ქალებს. სულ ჩატარდა 27 შეხვედრა 9 მუნიციპალიტეტში. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებზე. აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგისა და იურისტის რესურსი. მობილიზატორებმა შეარჩიეს საკითხები სამომავლო  ადვოკატირებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მარტში სამ კრიზისულ წყვილთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა/კონსულტაცია. კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: სოციალური საკითხები, ფსიქოლოგიური დაძაბულობა, შეუთანხმებლობა.

წყვილები ცდილობენ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და ფიქრობენ გამოსავალზე. კონსულტაციის შემდეგ მხარეებმა ინდივიდუალურად მიიღეს რჩევები კრიზისის დასაძლევად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საყოველთაო კამპანიას. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და აქტიურ ქალბატონებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო ქალთა უფლებების დაცვაზე, მათი სტატუსის გაზრდაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ადგილობრივ პროგრამებზე, ეკონომიკურ ხელშეწყობაზე.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა ვორკშოპებმა თემაზე „სქესობრივი განათლების მნიშვნელობა მოზარდებში“. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვორკშოპების ბოლოს შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ თანატოლთა ინფორმირებას.

მუშაობა ჩატარდა გოჩა ჯიხაიშისა და ნახახულევის სკოლებში ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1

სამ კრიზისულ ოჯახთან გაიმართა ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ოჯახში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მუშაობა ინდივიდუალური სქემით გაიმართა. კონსულტაციები შეეხო კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ქცევის კორექციას.

კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თებერვალში შვიდმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჩაატარა ძალადობის ფაქტების მონიტორინგი - იდენტიფიცირებულ იქნა 7 შემთხვევა.

ქეისების უმრავლესობაში აღწერილია ისეთი ფაქტები, რომლებსაც აშეივსო შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე, მსხვერპლთა ნებართვით, ორი გადამისამართდა იურისტთან და ერთი - ფსიქოლოგთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მედპერსონალი - ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის მიზანია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 16-ვე თემის ამბულატორიის ოჯახის ექიმებისა და ექთნების აქტიური ჩართვა ოჯახში ძალადობის გამოვლენასა და ადგილობრივ კოორდინაციაში. რეფერალური მექანიზმის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება მედპერსონალის განათლება კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებში და საჭირო უნარების შეძენა-გამყარება, რაც ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას. 

თებერვალში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები - საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მათი აქტიური ჩართვისთვის საპროექტო ღონისძებებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში ორ სოფელში - გოჩა ჯიხაიშსა და  ნახახულევში ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა გოგონების და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

თებერვალში ორივე სოფლის სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეპროდუქტოლოგის ჩართულობით. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები