

საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ქალების ჯგუფთან სენაკში, წყალტუბოში და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია განსახილველმა თემამ: „ქალთა მიგრაცია, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი თუ მართვის მექანიზმი“.
დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მიგრაციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბევრ ოჯახს ეხება. ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი მცირე შემოსავალია და ქალები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოგზავნილ ფულს ქმრები სასმელში ფლანგავენ და ახალი კონფლიქტები იქმნება. თითქოს შეკრული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მონაწილეების აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ დასაქმების კუთხით, რათა ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს.


ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი, რომელსაც აქტივისტი ქალები ესწრებოდნენ. მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფციას. იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საფრთხეს უქმნის. ჩამონათვალში გლობალურთან ერთად ისეთი პრობლემებიც მოხვდა, რომელთა გადაჭრა ადგილობრივად შესაძლებელია.
მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც პრობლემათა ადვოკატირების მიზნით იგეგემება.
ბულინგი - როგორც ძალადობის ფორმა მოზარდებში. ბულინგის მიზეზები, სახეები, შედეგები, პრევენციის გზები - ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს ბავშვთა სოფლის სააქტო დარბაზში შეკრებილმა მოზარდებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად.
მრავალფეროვნებისთვის ვორკშოპი სხვადასხვა სახით წარიმართა: როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. ზოგიერთისთვის ეს ნაცნობი თემა იყო. ზოგიერთს თავად განუცდია ბულინგი ან უძალადია სხვებზე... გულახდილმა საუბრებმა ვორკშოპს საინტერესო სახე მისცა.
ვორკშოპი გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
წყალტუბოშო, სენაკში, ფოთში ახალგაზრდებმა კონფლიქტოლოგიის მორიგ ვორკშოპზე შემდეგი საკითხები განიხილეს: „მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიატორობა - როგორც კონფლიქტების მართვის მექანიზმები.“
ვორკშოპებზე გამოყენებული როლური თამაშები მოლაპარაკების თემაზე კარგი მასალა აღმოჩნდა სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად. დისკუსიის ფონზე საინტერესო წინადადებები გამოიკვეთა:
- მოლაპარაკება უნდა დაიწყოს კონფლიქტურიმხარეების საერთო შეხების წერტილებით. სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება კედელი, რომლის განგრევა შეუძლებელია.
- ფასილიტაცია რთული პროცესია. მესამე პირი დაინტერესებული უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებით, გააჩნდეს ანალიზის უნარი, რათა სწორად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
მონაწილეთა აზრით, მოლაპარაკებას ცოდნა სჭირდება. ფასილიტაციისუნარ-ჩვევებს, რომლებიცვორკშოპებზე გამოიმუშავეს, ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ კონფლიქტების მართვისთვის,რაც ძალადობის პრევენციას გულისხმობს.




არასწორი თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ძალადობას. თუ თვითშეფასება მაღალი გაქვს, შესაძლოა მოძალადედ ჩამოყალიბდე, დაბალი თვითშეფასება კი მსხვერპლად გაქცევს - ასე ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებიც წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებში მონაწილეობდნენ.



