ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრი ქალბატონები ადვოკატირების პროცესის დინამიკის განხილვა -გაზიარების მიზნით შეიკრიბნენ. შეხვედრაში არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ საკრებულოს წევრი და თანამშრომელი მამაკაცებიც ჩაერთნენ.
ადვოკატირების პროცესის დინამიკა განიხილა და წელი შეაჯამა ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფმა.პრობლემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ხონის ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა მშვიდობის საერთაშორისო დღის განხილვას, მის მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს მიეძღვნა.
მშვიდობა იწყება ჩვენით, ჩვენ ყველანი ვქმნით ლოკალურ მშვიდობას, ამიტომაც საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა შევქმნათ გლობალური მშვიდობა- ასეთი პოზიციით წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სამშვიდობო აქციები გამართეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. საინფორმაციო შეხვედრებზე კი სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მიერ გამართული შეხვედრა. კლუბის ლიდერმა პრეზენტაცია წარადგინა, წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის დღის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და გადაჭრის გზების შესახებ საუბარს დაეთმო.
ადვოკატირების პროცესის დინამიკის განსახილვევლად შეიკრიბნენ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები . ადვოკატირების გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები მზად არიან იმუშაონ არჩეულ პრობლემაზე, სამიზნე სკოლის დირექტორსაც შეხვდნენ, გააცნეს თანამშრომლობის მიზანი და სამომავლო გეგმაც დასახეს.
მშვიდობა იწყება შენით-ამ სლოგანით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშიროს დღე აღნიშნა.
ქალბატონების შეფასებით, მშვიდობა უალტერნატივოა.მათ საკუთარ როლსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
მშვიდობის თემის განხილვით დაიწყო სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა. ჯგუფის წევრები სარგებლობენ იმ სამშვიდობო სტრატეგიით, რომელიც უკვე შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ. მონაწილეებმა სტრატეგიაზე დაფუძნებით დაგეგმეს აქტივობები, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდების ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე კი მშვიდობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ჯგუფის წევრებმა აქციები გამართეს და 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, საკუთარი პოზიცია ასე გამოხატეს.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეუერთდა.
,,მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მოდით დავდოთ პირობა, რომ ჩვენს შვილებს ვასწავლით შემწყნარებლობასა და სხვათა პატივისცემას.
ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და დავიცვათ ის, როგორც შეგვიძლია” -ეს იყო ქალბატონების მიერ გაჟღერებული ძირითადი მესიჯები.
რაც შეეხება სოფელ კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ მშვიდობის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია არის საუკეთესო ნიადაგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის . მათი თქმით, სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება მშვიდობის საერთაშორისო დღე.
მშვიდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნა.
მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სამშვიდობო პროცესებში.
„მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებას...ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“-გაეროს 1981 წელს მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერილ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის” ახალი კვლევის ანგარიშს „ადამიანური უსაფრთხოება - მოსახლეობის საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“, რომლის მთავარ მიზანს ორგანიზაციის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და საფრთხეებისგან დაცულობის განცდის შესწავლა წარმოადგენდა.
კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის საზოგადოებრივ და პირად უსაფრთხოებაზე და იმ რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც საფრთხისა და დაუცველობის განცდას უჩენს მოსახლეობას.
გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე იგეგმება პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების და რეკომენდაციების გამომუშავება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ანგარიში გამოიცა USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებთან ერთად მოხდა ონლაინ პეტიციის რეგისტრაცია, რათა ხელი შევუწყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დანერგვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი დაეხმარება მოსახლეობას საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში და ამასთანავე შეიქმნება ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა და დაიბეჭდა ანგარიში „ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.
კვლევა ეყრდნობა კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებულ სისტემას (GREWS). თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსახლეობის მოწყვლადობის მაღალი ხარისხი ადამიანის უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.
მწვავედ დგას ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები. გამოვლინდა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების შედგენის დროს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში და პრობლემების გადაჭრას. კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.