ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა 5 ოჯახის 17 წევრს, რომლებიც ომის გამო ჩამოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში. მათ ჩვენს ორგანიზაციაში მიიღეს დახმარება არა მარტო საჭირო სურსათით, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მხრივაც. ფსიქოლოგმა მათთან დაიწყო მუშაობა ტრავმებზე, სტრესზე... როგორც უკრაინელებმა აღნიშნეს, ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით კარგია ომგამოვლილი ადამიანებისთვის, მათი ასაკის მიუხედავად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობაში, ძირითად, უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა, რადგან დამოუკიდებელი უკრაინა 32 წლის გახდა.
უკრაინის მთავარი დღე აღინიშნა ქუთაისშიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩვენი თანაქალაქელების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაში ჩართო უკრაინელი ბენეფიციარები. აქცია თეთრ ხიდზე გაიმართა.
მეორე წელია, უკრაინა და სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული უკრაინელები დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ომის პირობებში აღნიშნავენ. თავიანთი ქვეყნის დიდი სიყვარულით, მონატრებით და შინ დაბრუნების იმედით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლის დახმარებასა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი სოხუმის მონიტორინგის ბოლოს ანგარიშზე „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“.
მოწვეულმა იურისტმა გააკეთა პრეზენტაცია რეფერირების დოკუმენტის პროექტზე, ყურადღება გაამახვილა რეფერირების გზებზე და უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.
ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. შეხვედრაზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და ასევე, უწყების პრიორიტეტებსა და სააგენტოს განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. კონფერენცია სრულად მოიცვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებმა. ღონისძიებას სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ ესწრებოდა ლინდა ჩიხლაძე.
მანდატურის სამსახურის ინიციატივით მორიგი ახალი ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურმა გაწეული ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა და სიახლეები გააზიარა. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი - ნინო კორინთელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მონიტორინგის ახალი ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ მიგნებები და გამოწვევები, სადაც მანდატურის სამსახურის როლი იკვეთება.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა ონლაინ გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შედეგებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში დასრულდა ადვოკატირების პროცესისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ადვოკატირება ორი პრობლემის მოგვარებისთვის. ზუგდიდის მერიაში შესაბამისი წერილები დაარეგისტრირეს. ადვოკატირების პროცესი აქტიურად გაგრძელდება სექტემბერში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან. აგვისტოში ასევე გასუფთავდა საკანალიზაციო ჭები, შეიწამლა მიმდებარე ტერიტორია, კორპუსები და სარდაფები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები, თუ რა მდგომარეობაა პრობლემათა ადვოკატირების კუთხით. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადვოკატირების გეგმის მიხედვით მუშაობენ და მონიტორინგს უწევენ ცალკეულ პროცესებს.
„მუდმივად ვართ ჩართული პროცესებში, ვთანამშრომლობთ პასუხისმგებელ სტრუქტურებთან, ვცდილობთ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს არ დაეკარგოს აქტუალობა.“
„ადვოკატირების გეგმაზე მუშაობისას ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, ამიტომ ბარიერები ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს.“
ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში წარმოქნილი ახალი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის