ერთ პატარა სოფელში არის ბიჭუნა, რომელიც მთელი ცხოვრება სტრესში იზრდებოდა. დიდი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ძმებთანაც ვერ ახერხებდა ურთიერთობას. ჩაკეტილობა მისთვის თითქოს დამცავ კედლად იქცა, რომლის მიღმაც თავის ტკივილს და ემოციებს მალავდა.
ერთ დღეს ბიჭუნა, მისი დედა და ძმები ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ.
დედასთან და სხვა ქალებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, ბიჭუნა კი დიდ დროს ატარებდა პედაგოგთან.
არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი-პედაგოგი ანა ლომიძე იხსენებს: „პირველივე შეხვედრაზე თვალში მომხვდა მისი დუმილი და სევდიანი თვალები. პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ, მცირედიდან. ვთამაშობდით, ვმეცადინეობდით, ვხატავდით. სხვადასხვა აქტივობის შედეგად მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ძმებთან კომუნიკაცია დაიწყო. ორკვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამის დასრულების შემდეგ უკვე აქტიური, ძლიერი და თავდაჯერებული იყო. წინ ახალი გამოცდა ელოდა - სასკოლო ოლიმპიადა. ადრე უარს იტყოდა მონაწილეობაზე, ახლა კი ბიჭი ჩაერთო და პირველი ადგილიც აიღო. ეს დიდი გამარჯვება იყო მისთვის.
ეს ისტორია ერთ-ერთია მრავალთაგან, რაც ჩვენთან ხდება არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს. ყველა ბავშვი, რომელიც აქ მოდის, გადაწყვეტს, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს, სადაც დედასთან ერთად ისიც მსხვერპლი იყო. სარეაბილიტაციო ცენტრში დაბადებული გამარჯვება ახალი წარმატებების საწინდარი ხდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ხონის №1 საბავშვო ბაღში. შეხვედრას ესწრებოდნენ №1 და №3 ბაღების დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებთან ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა რეფერირების სუბიექტების როლი და ფუნქცია, განსაკუთრებით - საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგების გადამზადების და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაგრძელდა პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან ბავშვები უკრაინიდან, ასევე სხვა ეროვნების მოსწავლეები 17 წლამდე.
პროექტის მონაწილეთა ნაწილი დიდი ინტერესით სწავლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ნაწილს ხატვის ნიჭი აქვს და პროფესიონალთან ერთად ცდილობს, დახვეწოს ტექნიკა. ზოგიერთები კი საცურაო აუზზე დადიან და ცურვას სწავლობენ. მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფსიქოთერაპია ფსიქოლოგთან და მონაწილეობა მიიღონ სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში „მხიარული სტარტები“.
ქართულის, ინგლისურის, ხატვის და ცურვის კურსები ოქტომბრიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი დაემატა შეხვედრები ფსიქოლოგთან. პროექტში უკვე ჩართულია 54 ბავშვი.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
ჩოხატაურში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გახსნა. სასწავლო კურსს წარუძღვება გამოცდილი პედაგოგი ნანა გოგოლაძე. ის ასწავლის ქალებს, როგორ ააწყონ თარგები და სწორად შეასრულონ სხვადასხვა სირთულის სამუშაო.
კურსები პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ქალებს. საბაზისო ცოდნა საშუალებას მისცემს მათ, ლამაზად შეკერონ თავისთვის და ოჯახისთვის. ზოგი მათგანი უკვე მცირე ბიზნესზეც ფიქრობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა ორთვიანი პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი. კურსის მონაწილე ქალები დაეუფლნენ პოლიმერული თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე:
- ინფორმაციული იყო სწავლების პროცესი. ყველა დავალება იყო ახსნილი დეტალურად.
- ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების შეცვლაზე... მინდოდა, მეპოვა ჩემი ნიჭი, ჩემი გზა. მე ეს შევძელი!
- ეს იყო ახალი ცოდნის და ემოციების ორი თვე. ძერწვის გარდა, ფსიქოლოგის დახმარებით ვისწავლე ჩემს შიშებთან გამკლავებაც, გავხდი უფრო კონცენტრირებული და გამიჩნდა პატარა ბიზნესის წამოწყების სურვილი, მადლობა ფონდ „სოხუმს“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.
მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.
ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.
ქუთაისში, გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალურმა სამსახურებმა წლების მანძილზე შიდა გზა დააგეს, გარე განათებებიც დაამონტაჟეს, მაგრამ დღემდე პრობლემად რჩება შემოსასვლელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც ნალექის დროს რამდენიმე ოჯახს ტბორავს.
მოსახლეობა თვითმმართველობისგან, ადგილობრივი ბიუჯეტით, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ელოდება.
ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში, მოსახლეობას ჟოლოფებისა და სანიაღვრე მილების პრობლემა აწუხებს. ნალექის დროს წყალი შესდით, ზიანდება კედლები, ოთახებში გაჩნდა ნესტი.
მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ქუთაისში, ახალგაზრდობის №19ა-ში შენობის სახურავები და ჟოლოფები გააკეთეს, თუმცა წვიმის დროს ოთახებში წყალი მაინც შედის და კედლები ზიანდება. მოსახლეობა, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, ამ პრობლემის მოგვარებას ელოდება.