ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა სექტემბერში განსაკუთრებული ფოკუსი ფემიციდზე გააკეთეს. ვანში, სამტრედიაში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თერჯოლასა და წალენჯიხაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე მონაწილებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ქალთა მკვლელობები დიდი ხანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ის, რაც კეთდება...
მონაწილეების თქმით, პრევენციის კუთხით საინფორმაციო კამპანიებს დიდი მნიშვნელობა აქვს:
„მეტი უნდა ვიმუშაოთ პრევენციისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან.“
„თუ რეაგირება არ იქნება უმკაცრესი, ვერ შევაჩერებთ ამ პროცესს. “
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას. საერთო გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული საკითხი უკვე შერჩეულია: სენაკის სამხედრო დასახლებაში, სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, სერიოზული პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა - იტბორება სარდაფები, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე შეაგროვა პრობლემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები, ხელმოწერები, რაც შესაბამის უწყებებს წარედგინება. ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემაზე მუშაობას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გააგრძელებს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება. სწორედ განახლებადი ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც გაიმართა ხონში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, წყალტუბოსა და ტყიბულში.
მონაწილეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია მზის ბატარეა და რამდენად მომგებიანია მისი გამოყენება. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ: რამდენლიტრიანია ავზი? რა ღირს? დამოკიდებულია თუ არა ავზის ლიტრიანობაზე? კორპუსში ინდივიდუალურად თუ შეიძლება დამონტაჟება? ბუნებრივი მოვლენებისგან ზიანდება თუ არა?
საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს.
ქალაქ გორში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარыდგნენ: მინისტრი - თეა ახვლედიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კაორი იშიკავა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მარეკ შჩიგელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე.
მათ გაუზიარეს მონაწილეებს IPRM შეხვედრებზე განხილული თემები და მოისმინეს, როგორც ქალთა ორგანიზაციების, ასევე სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილებზე არსებული ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კონკრეტული საჭიროებების შესახებ.
წარმოგიდგენთ ნინო ქანთარიას - ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტიურ წევრს.
ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...
ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გამომევლინა ჩემი თავი,როგორც ლიდერს,ჯგუფური მუშაობის დროს, როგორც აქტიურ წევრს, აქტიურ მოქალაქეს.
პროექტის წყალობით ჩავიხედე მეტად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მშვიდობა და კონფლიქტი,ტოლერანტობა,გენდერული თანასწორობა. გავერკვიე აქტიური მოქალაქის როლსა და ფუნქციაში. პროექტის ფარგლებში გავიცანი საინტერესო ადამიანები,მოვისმინე საინტერესო ტრენინგები და მივიღე ჩემთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.
13 და 27 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომების ძირითადი თემები იყო: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასთან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკა გამახარიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაპირებით, აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას ცალკე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება.
ვებგვერდი - sosfsokhumi.ge არის საქართველოში პირველი პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სამთავრობო, არასამთავრობო თუ მუნიციპალური მხარდაჭერისა და გაძლიერების როგორც სერვისებს, ასევე პროგრამებს, საკანონმდებლო აქტებს, სტატისტიკას, სასარგებლო პასუხებს, მსხვერპლთა წარმატებულ ისტორიებსა თუ გამოწვევების შესახებ ბლოგებს და სიახლებს.
ქალები და ბავშვები ხერსონიდან, ოდესიდან, კიევიდან, ბუჩადან, ჩუგუევიდან... მათთვის ქალთა ფონდი „სოხუმი“ მშობლიურად იქცა - აქ კარგად ესმით მათი ტკივილი, ამხნევებენ, ეხმარებიან.
ივნისში ამ ქალებისთვის ფონდის თანამშრომლებმა თავიანთი ხელით გააკეთეს ქართული კერძები, ფონდში დაპატიჟეს და გემრიელი ქართული სუფრით უმასპინძლეს.
მაშინ გაჩნდა იდეა, უკრაინელებსაც გაემზადებინათ საპასუხო სუფრა.
სექტემბრის მზიან დღეს სიმპათიურმა ქალებმა მარინამ, ანიამ, ჟანამ, ნატალიამ, ტატიანამ გემრიელი კერძები მოიტანეს. სუფრა ეზოში გაიშალა: ბორშჩი, კიევური კატლეტები, ბლინები ვაშლით, ლვოვის კვერები (სირნიკები), კვერები (ვარენიკები) კომბოსტოთი, კარტოფილით, ყველით - მოკლედ, ბევრი გემრიელობა.
ეს არ იყო მხოლოდ უკრაინული სამზარეულოს გამოფენა. ეს იყო ამ ქალების ტკივილიანი ისტორიები, აფხაზეთის გახსენება, მოწვეული სტუმრების ემოციური გამოსვლები...
- ყველა მათგანს განსხვავებული ხასიათი აქვს, მაგრამ ერთი მიზანი აერთიანებს, შეისწავლოს ხელსაქმე და დაიწყოს მცირე ბიზნესი, - ამბობს ოსტატი ამიდა ახალაია. - ერთს თეთრეულების მიმართულება აქვს არჩეული, მეორეს ჩანთების მოხატვა უნდა, მესამემ სადღესასწაულო კაბები შეკერვა გადაწყვიტა პატარებისთვის...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის დღის ცენტრში კიდევ ხუთმა ქალმა შეისწავლა ჭრა-კერვის ხელოვნება. კურსები დასრულდა და ქალებს სოფელში უკეთესი ცხოვრების სტიმული გაუჩნდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ყოველ მეცადინეობაზე სიამოვნებით მოდიოდნენ ქალები, რადგან ყველა გაკვეთილი საინტერესო სიახლე, პროფესიონალიზმისკენ წინგაგადმული ნაბიჯი იყო.
და აი, ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი.
კურსის მონაწილეებმა ისწავლეს ორიგინალური სამკაულების, აქსესუარების, სხვადასხვა კომპოზიციის შექმნა. ბოლოს მოეწყო კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მოიწონეს ქალთა ფონდის თანამშრომლებმა. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა - აწი მათზეა, როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)