თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.

ამ თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს ფონდი „სოხუმიც“, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობს ახალგაზრდებთან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, გააკეთეს პრეზენტაციები, მიაწოდეს თავის თანატოლებს ამომწურავი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ, აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ხოლო შეხვედრების ბოლოს მოაწყვეს დისკუსია თემაზე თუ რა გამოწვევებს ხედავს ახალი თაობა დღევანდელ რეალობაში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.

ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.

ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.

მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.

კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი -  12%, კაცი - 32%, ორივე - 56%. 

ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.

ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.

კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ღონისძიებას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძეც ეწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დასავლეთ საქართველოს 100-მდე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის და ტოლერატული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, პირადი სიმპათია გამოხატა სასკოლო მედიაციის პილოტირების მიმართ და საკუთარი გამოცდილებით, ყურადღება გაამახვილა Peer Mediation-ის საჭიროებასა და დროულობაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ნინო ჭანიშვილი დღეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა. თუმცა აქამდე მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გაიარა. ის ოზურგეთის ერთ პატარა რაიონში ცხოვრობს, სადაც გადაადგილების საშუალებად მამის „მარშრუტას“ იყენებდა და ამგვარად, ირგვლიმყოფების გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი იდეა გაუჩნდა, საკუთარი ავტოსკოლა დაეფუძნებინა და შეძლო კიდეც მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მრავალ გამოწვევას აწყდებოდა  ამ სფეროში თავისი სქესის გამო. მან შეძლო და დაამსხვრია ყველა წინაღობა, სტერეოტიპი, რაც მიზნის მიღწევაში ეღობებოდა, გახდა ავტომანქანის მართვის წარმატებული პედაგოგი, არის აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული პოლიტიკის გატარებას და ამასთან ერთად არის მცირეწლოვანი შვილის დედაც.

ივლისის თვეში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში წყალტუბო, სენაკი, ხონი, ქუთაისი, წალენჯიხა და ზუგდიდი ჩატარდა საინფომაციო შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან.

ძირითადი საკითხი, რომლის განხილვაც მოხდა შეხვედრებზე იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

ქალბატონებს მიეწოდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროგრამები არის წარმოდგენილი მათ მუნიციპალიტეტებში, როგორ ჩავერთოთ ამ პროგრამებში, თანამშრომლობის რა შესაძლებლობები არსებობს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ლიზი ტყაბლაძე - ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...

„ამ პროექტის ფარგლებში გავეცანი ჩემთვის საინტერესო საკითხებს და გამოვიმუშავე ახალი უნარები, რომელსაც შემოდგომში გამოვიყენებ სხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.

 ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო საპროექტო განაცხადის შევსება და ბიუჯეტის შედგენა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფდი კედლის მოხატვას, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება გამოემჟღავნებინათ თავისი კრეატიულობა და სასურველი შედეგიც მივიღეთ...

ამ პროექტში ჩართულობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ყოველმხრივ განვითარებასა და ზრდას.“

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქსელურ მუშაობაზე, ქსელის წევრების პასუხისმგებლობასა და გუნდურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ მზად არიან,  აქტიურად ჩაერთონ  დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირების და პრობლემების გადაჭრის პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. მათი აზრით,  ფართო ქსელური მუშაობა ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

  • პარასკევი, 22 ივლისი 2022

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართულ შეხვედრებზე ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ ინფორმაცია, რა რეაგირების მექანიზმი მუშაობს ძალადობის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ, როგორ დაეხმარონ მსხვერპლს, რათა შეძლონ მისი დაცვა.

შეხვედრებზე ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი. გამოვლინდა რამდენიმე კონფლიქტური ოჯახი, რომლებიც მობილიზატორებმა ფსიქოლოგთან და იურისტთან   გადაამისამართეს. 

შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, ბაღდათის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახლა სამი ფსიქოლოგი მუშაობს უკრაინელ ლტოლვილებთან.

მანანა გოცირიძე, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრში და სარეაბილიტაციო ცენტრში, უკრაინელების ფსიქოემოციურ განწყობაზეც ზრუნავს.

მეორე ფსიქოლოგი, მარინა სტეპანენკო,  კიევიდანაა. ახლა მესამე ფსიქოლოგიც გვყავს - ანია შალიმოვა ხერსონიდან.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხრიდანაც კარგი ჟესტია - უცხო ქალაქში თავისი პროფესიით დაასაქმო ადამიანი, შემოსავალიც ჰქონდეს და თანაკუთხელებსაც დაეხმაროს.

საქმე ყველასთვის სამყოფია: 197 ადამიანია ჩვენს საინფორმაციო ბაზაში და ყველას სჭირდება გამხნევება, ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევა...

მანანა გოცირიძე: შევხვდი ოჯახებს, რომლებიც ჩამოვიდნენ კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან. მარტო ამ ქალაქების დასახელებაც კმარა, რომ მივხვდეთ, რა გადაიტანეს, რას განიცდიან... ტარდება პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება და თითოეულთან იგეგმება შემდგომი შეხვედრები. როცა მათთან მივდივართ, პროდუქტებიც მიგვაქვს და, ვფიქრობ, ესეც კარგი დახმარებაა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები