პარტნიორთა შეხვედრა

პროექტის პარტნიორთა მორიგი შეხვედრა გაიმართა 12 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. შეხვედრა დადგენილი დღის წესრიგით წარიმართა.

პარტნიორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შემუშავებულ დებულებას „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საერთო ფორუმის შესახებ“, ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმის სამუშაო ვერსია.

პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

1 2 3

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან ცაგერში

11დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მომუშავე  პარტნიორ ორგანიზაციებთან „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ - პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში ყოველთვიური შეხვედრა ჩაატარა. განხილული იყო ტრენინგების შედეგად მიღებული ინფორმაციები, შემუშავებული დებულება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორგანიზაციებს გაეწიათ კონსულტაცია პროექტის ფარგლებში.

 1 3 4jpg 5

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

1 2 3 4 5

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, 12 მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლების და გენდერული საბჭოს წევრების მონაწილეობით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ გენდერული პოლიტიკის დანერგვის, და ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხარეო ადმინისტრაციის როლზე მუნიციპალური გენდერული საბჭოების საქმიანობის კოორდინაციის საქმეში. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უნდა გახდეს ხიდი, რომელიც აქტიურ დიალოგს უზრუნველყოფს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ასევე ფასილიტაციას გაუწევს იმერეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოების შეხვედრებს და მათ შორის ინფორმაციის გაცვლას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ხონში

ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - ხონის ქალთა კლუბი და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

შეკრებილებმა მოისმინეს ნოემბერში ჩატარებული ტრენინგის უკუკავშირი. აღინიშნა, რომ მათ ბევრი რამ მისცა ტრენინგმა თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა და საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესაძლებლობები“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დებულება, რომელიც შემდეგ შეხვედრაზე უნდა იყოს მიღებული. გაიმართა საუბარი სამუშაო ჯგუფებზე, მემორანდუმსა და სამომავლო გეგმებზე.

 1 2

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმი“ - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-11 ასამბლეაზე

1 2 3 4

ევროკავშირმა წამოიწყო ახალი ციკლი პრიორიტეტების განახლებული სიით გლობალური მასშტაბითა და რეგიონალურ დონეზე. ასევე გადახედა აღმოსავლური პარტნიორობის 6 ქვეყნის როლს. ძირითად პრობლემებს წარმოადგენს: კორუფციის მაღალი დონე, კანონის უზენაესობის არარსებობა, ეკონომიკის ცუდი მდგომარეობა, უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის საკითხები. ეს და მრავალი სხვა საკითხი იქნება განხილული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რიგით მე-11 ყოველწლიურ ასამბლეაზე. ფორუმს ესწრება ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია. ფორუმი ტარდება ბრიუსელში (ბელგია) 4-დან 6 დეკემბრამდე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები