საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ვანში

1 2 3 4 5

ვანის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბარი შეეხო კანონს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, მსხვერპლთა დაცვას, რეფერირებას და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლს ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით. ასევე გაიმართა მედპორსანილსთვის გამოცემული ორი პუბლიკაციის  პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

კონფერენცია სკოლებში მშვიდობის სწავლების თემაზე

1 2 3

 4 5 6

 7 8

ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოს“ ერთ-ერთ დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სკოლებში მშვიდობის სწავლება უკეთესი მომავლის საწინდარია“. მოწვეულნი იყვნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები და იმ სკოლების დირექტორები, რომელთანაც ფონდი „სოხუმი“ მუშაობს კონფლიქტის მართვის სწავლების საკითხებზე. კონფერენციაზე აღინიშნა თემის აქტუალობა და მოსწავლეებზე ვორკშოპების გავლენის მნიშვნელობა. მონაწილეებმა შეიმუშავეს „სკოლებში კონფლიქტებისა და მშვიდობის თემაზე მუშაობის სტრატეგია“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი პროექტის პრეზენტაცია

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ კონსულტანტმა ბენედიქტ ივანოვსმა თანამშრომლებისთვის ახალი პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. პროექტი ითვალისწინებს ხმის მიცემის პირველი ონლაინ-მრიცხველის შემოღებას საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ხმის მიცემის ონლაინ მრიცხველის აპლიკაციის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და
 სლოვაკეთის მთავრობების, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის
ვიშეგრადის გრანტების მხარდაჭერით

ახალი პროექტის პარტნიორების პირველი ოფიციალური შეხვედრა

1  2  3 

15 ოქტომბერს გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ პარტნიორების პირველი ოფიციალური შეხვედრა.

ფონდმა „სოხუმმა“ - წამყვანმა ორგანიზაციამ - პარტნიორებთან - მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად იმსჯელა პროექტის წლიურ გრაფიკზე და ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება დასავლეთ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ამბროლაური, ცაგერი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). ეს ორგანიზაციები საერთო ფორუმში გაერთიანდებიან და ჩაერთვებიან სახელმწიფო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგში რვავე სამიზნე მუნიციპალიტეტში.  

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერზე ორიენტირებული სისტემით“

1 2

 3

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს: რა გავლენას ახდენს დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები ქართულ მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია საზოგადოებაში კონფლიქტის განვითარების რისკები. შეკრებილებმა ისაუბრეს პრაქტიკაში კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის  დანერგვის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები