სსო ფორუმის მეორე შეხვედრა

17 იანვარს გაიმართა სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო ფორუმის რიგით მეორე შეხვედრა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს და მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) საერთო ფორუმის დებულება. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოებების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთ მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.

1 2 3 4 5

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა - მზადება PAR მონიტორინგისთვის

14 იანვარს ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი შეხვედრა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის შემსრულებლებმა განიხილეს საერთო ფორუმის შეხვედრისა და საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის თემაზე მორიგი ტრენინგის საკითხები.

1 2

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

1 2

 3 4 5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები.

შეკრებილებმა ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციის მნიშვნელობაზე მუნიციპალური გენდერული საბჭოების მუშაობის კოორდინაციის საქმეში, შესაბამის ნაციონალურ სტრუქტურებთან საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე.

გამოიკვეთა მთავარი - მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ გენდერული პოლიტიკის დანერგვის მნიშვნელობა და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პოლიტიკური დოკუმენტები საქართველოს გამოცდილების შესახებ

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელების აქტიურ ფაზაშია. საქართველოს ექსპერტებმა დაასრულეს პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა. პოლიტიკის ერთ-ერთ დოკუმენტში გაანალიზებულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიის მდგრადი განვითარებისათვის. მეორე პოლიტიკურ დოკუმენტში საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლო საარჩევნო სისტემების მოდელებზე, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფსიქოლოგის შეხვედრები რეგიონებში

1 2 3 4 5 6 7 8

დეკემბერში ფონდი „სოხუმის“  ფსიქოლოგმა  ჯგუფური შეხვედრები გამართა რეგიონებში.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში  საუბარი იყო თემაზე „7 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური აღზრდის თავისებურებები“. გამოვლინდნენ პრობლემური ბავშვები. მეთოდისტები და პედაგოგები ადგილობრივ ფსიქოლოგთან განაგრძობენ მუშაობას.

ფოთის ორ საბავშვო ბაღში ჩატარებული არტსესიის შემდეგ გამოიკვეთა 13 ბავშვი - ოჯახში ძალადობის რისკით, დაბალი თვითშეფასებით და აგრესიული ხასიათით. ბავშვების ნახატები გადაეცა ფსიქოლოგს შემდგომი მუშაობისთვის.

სენაკსა და ხონში მოეწყო 4 ინდივიდუალური კონსულტაცია, ქუთაისში კი 10 ბენეფიციარი განაგრძობს ფსიქოთერაპიულ კურსს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები