სამტრედია - შეხვედრა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან

1 2 3 4 5

სამტრედიის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალისთვის მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემაზე, აქცენტით - სამედიცინო პერსონალის ჩართულობა რეფერირების სისტემაში. გამოიკვეთა მედიცინის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების, ადგილობრივ მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობაში მეტი მონაწილეობის საკითხი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათი - შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

1 2 3 4

ფონდმა „სოხუმმა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ამბულატორიებში მომუშავე მედიკოსები ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

როგორც აღინიშნა, არსებული საკანონმდებლო ბაზა ქალთა მიმართ/ოჯახში და  ძალადობის აღმოფხვრის საქმებში ექიმებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. შეხვედრას მედიკოსებთან ერთად დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ნათლად ხედავენ თავიანთ როლს ამ პროცესში.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სამედიცინო პერსონალთან მორიგი შეხვედრა თერჯოლაში გაიმართა

1 2 3 4 5 6

30-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სამედიცინო კლინიკა „თერჯოლა მედიში“ - სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, საკრებულოს წარმომადგენლები...  

საინფორმაციო შეხვედრების ციკლის რიგით მესამე შეხვედრა თერჯოლაში გაიმართა თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“.

ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა მონაწილეები ერთხმად აღიარებენ, რომ პრობლემა აქტუალურია და სამედიცინო პერსონალსაც თავისი მისია გააჩნია მისი მოგვარების მხრივ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს არა მარტო ძალადობის იდენტიფიკაციის, არამედ პრევენციის მიზნითაც. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

ახალ პროექტზე მუშაობა გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

ფონდმა „სოხუმმა“ მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით დაიწყო მუშაობა პროექტზე „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას დასავლეთ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში. მეწარმე ქალთა ფონდი იმუშავებს ამბროლაურსა და ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმი), „სპექტრი“ - ოზურგეთსა და ლანჩხუთში (გურია), ხოლო ფონდი „სოხუმისთვის“ საპროექტო არეალია იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტი: ხონი, თერჯოლა, ვანი და ბაღდათი.

 

ოქტომბერში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაოები, გაცნობითი სახის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ადგილებზე ყველანაირი მხარდაჭერა იქნება პროექტის განხორციელებისას, რადგან ეს მუშაობა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

2 3 4 11 12 14 15 16

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონი - საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

1 2 3 4 5

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“ - ამ თემაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მედპერსონალი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

მთავარი აქცენტი გაკეთდა სამედიცინო პერსონალის როლზე ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და მსხვერპლის დახმარების კუთხით, ექიმების ჩართვაზე ადგილობრივი ჯანდაცვის პროგრამების ფორმირების პროცესში. დაიგეგმა შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან, სადაც დეტალურად გაეცნობიან ჯანდაცვის ადგილობრივ პროგრამებს.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები