შეხვედრა ტყიბულში სამედიცინო პერსონალთან

1  2 534

ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი იყო ტყიბულის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ცდილობს ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის დანერგვას და ამიტომაც პროდუქტიულად თანამშრომლობს ფონდ „სოხუმთან“.

შეხვედრაზე გამოიკვეთა მედიცინის მუშაკების მაღალი მოტივაცია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და  ადგილობრივ მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობაში მეტი მონაწილეობის კუთხით.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან წყალტუბოში

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდის მიერ წარმოდგენილ პუბლიკაციებს, კვლევის შედეგებს, მოისმინეს იურისტის განმარტებები კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის. დისკუსიებში გამოიკვეთა საინტერესო ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობისათვის, რომლის მიხედვით   გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს სამედიცინო პერსონალის მონაწილეობის გაზრდას ძალადობის პრევენციის და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ღონისძიებებში.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

16-დღიანი კამპანია სტარტს იღებს

25 ნოემბრი - 10 დეკემბი - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“

ფონდი „სოხუმი“ წელსაც აქტიურად ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ძირითადი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“.

16 აქტიური დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები და მრგვალი მაგიდები სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მოეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები, ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის წარმოდგენები, ნახატების გამოფენა და სხვა უამრავი აქტივობა.

წლევანდელი კამპანიის ლოზუნგია „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში!“

ფონდ „სოხუმს“ კამპანიის კალენდარში 80-მდე ღონისძიება აქვს გაწერილი.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

25 ნოემბერი - 10 დეკემბერი - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“

furceli a5 001 furceli a5 002 list 001list 002

დაიწყო საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

წლევანდელი კამპანიის ლოზუნგია „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში!“

ფონდ „სოხუმს“ კამპანიის კალენდარში 80-მდე ღონისძიება აქვს გაწერილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სსო ფორუმის პირველი შეხვედრა და ტრენინგი

22 ნოემბერს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) ფორუმის პირველი შეხვედრა და ტრენინგი თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა და საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესაძლებლობები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფორუმის წევრი 16 ორგანიზაციის წარმომადგენლები გურიიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის 44 წევრმა  მიიღო ინფორმაცია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისათვის“ მიზნებზე, ამოცანებსა და აქტივობებზე.

ფორუმის ყველა წევრი მზადაა, ითანამშრომლოს პროექტის ფარგლებში და თავისი წვლილი შეიტანოს საგზაო რუკის მონიტორინგში რეფორმის განხორციელების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივ დონეზე.

პროექტის დირექტორმა ალლა გამახარიამ შეაჯამა ფორუმის პირველი შეხვედრისა და ტრენინგის შედეგები: „დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა პროექტისთვის. ჩვენ აქ შევკრიბეთ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაცია პროექტის სამიზნე რეგიონებიდან. დღევანდელი მუშაობის მთავარ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ფორუმის წევრები ინფორმირებულები არიან, რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმა მათი მუშაობისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალ ტრენინგებს და საპროექტო აქტივობებს ჩვენს სამიზნე რვა მუნიციპალიტეტში“.

1 2 3 4 5 6 7 8

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები