შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

ვანის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს - საინიციატივო ჯგუფი „თანადგომა“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“. განხილული იქნა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები და საერთო ფორუმისთვის შემუშავებული დებულება. ორგანიზაციებს გაეწია კონსულტაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით.

1 2

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

 

შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ინვალიდთა ასოციაცია და  საქართველოს ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“.

ორივე შეხვედრა იყო ნაყოფიერი, რადგან საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მონიტორინგში მონაწილე სამუშაო ჯგუფებს, მემორანდუმს. კარგი შეფასება მიეცა ტრენინგს, რომელიც ნოემბერში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის: „ტრენინგი იყო საინტერესო, დინამიური და დახვეწილი. ყველა ინფორმაცია - საჭირო და გამოსადეგი“.

ახლო ხანებში დაიგეგმა თერჯოლის მერთან შეხვედრა - პროექტის გაცნობის მიზნით.

1 2

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ბაღდათის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

საინიციატივო ჯგუფი „თანასწორობა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“ - სამოქალაქო საზოგადოების ამ ორგანიზაციებთან გაიმართა შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებმა ისაუბრეს გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციებზე და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ასევე განიხილეს მორიგ შეხვედრაზე მისაღები დებულება.

1 2 3

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრის ადგილი - ამბროლაური

მეწარმე ქალთა ფონდმა 17 დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა შეხვედრა ადგილობრივი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი - აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნაზე, მონიტორინგის შესრულების მექანიზმებზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, ასევე ორგანიზაციებს გაეწია კონსულტაცია პროექტში დაგეგმილ სამომავლო საქმიანობებზე.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

1 2

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში

1 2 3 4 5 6

სამხარეო ადმინისტრაციის როლი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის კოორდინაციის საქმეში, საბჭოების  წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი ნაციონალური სტრუქტურებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.

სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა საკოორდინაციო შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით  ჩატარდა.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის დანერგვის (მათ შორის - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის) კუთხით განხორციელებული საქმიანობა და დაისახა ამოცანები მომავალი თანამშრომლობისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები