მოსახლეობის ინფორმირება კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვაზე

1 2 3

 4 5

ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორმა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებნი. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების სისტემაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ანალოგიური შეხვედრა ჩატარდა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). კონფლიქტის განვითარების რისკების მინიმალიზება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით -  მონაწილეებმა ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კონფლიქტების ადრეული პრევენცია - საინფორმაციო შეხვედრების თემა

1 2

 3 4

კონფლიქტების განვითარების რისკები და მისი გავლენა ქალებზე, გენდერზე ორიენტირებული ადრეული გაფრთხილების სისტემის გამოყენებით - ამ საკითხებზე იმსჯელეს ზუგდიდში, ასოციაცია „იმედში“ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან - სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც ასახავს ქართველი მოსახლეობის დამოკიდებულებას დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე არჩევნების მიმართ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საერთაშორისო ექსპერტი ფონდ „სოხუმში“

1 2

  • გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა - როგორ ხდება ამ სისტემის დანერგვა პრაქტიკაში, რა მეთოდებით მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი, რა სირთულეებს აწყდებიან, რა შედეგები მიღწეული.

ამ საკითხების გასარკვევად ფონდ „სოხუმს“ ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა საერთაშორისო ექსპერტი ფელიპე დაზა. საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა პირებმა ისაუბრეს, როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება, მედია-მონიტორინგი, მონაცემთა სისტემატიზაცია, ანალიზი. კონსულტანტი გაეცნო მონაცემთა დათვლის ელექტრონულ პროგრამას და შესაბამისი კონსულტაციები გასცა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან

1 2

 3 4

5 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორებმა ქუთაისსა და წყალტუბოში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მოსახლეობასთან. მონაწილეებს მიეწოდათ კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციები: რა გავლენას ახდენს აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია  კონფლიქტის  განვითარების რისკები. შეკრებილებმა ისაუბრეს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის  პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობაზე.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები კონფლიქტისპირა სოფლებში

1 2 3

Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში ეთუნა ნოღაიდელი,  საერთაშორისო ექსპერტი ფელიპე დაზა და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები კონფლიქტისპირა სოფლებში - ხურჩასა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)  ჩავიდნენ.

- როგორ მუშაობენ საველე მონიტორები კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, რა სირთულეებია, როგორ ხდება ბენეფიციართა შერჩევა, მონაცემთა შეგროვების პროცესში რამდენად არის დაცული რესპონდენტთა კონფიდენციალობა, როგორ ხდება ინფორმაციის გაგზავნა - შეხვედრებზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება. 

სტუმრებმა ფახულანში მოქმედი გამშვები პუნქტი და ხურჩაში უკვე გაუქმებული პუნქტის ახლომდებარე ტერიტორიებიც დაათვალიერეს. მიღებული ინფორმაციები ორგანიზაციის ანგარიშებში ჰპოვებს ასახვას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები