ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან

1 2 3

ბაღდათის, ზუგდიდისა და ვანის მუნიციპალიტეტებში ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით ინფორმაციები შეგროვდა შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში, გენდერული საბჭოს მუშაობის ეფექტურობა, რეფერირების სუბიექტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. მონიტორინგის მონაწილეებმა მიღწევებსა და  გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრები ჩატარდა კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონაცემთა ანალიზი გენდერზე ორიენტირებული სისტემით

1 2 3

- რამდენად მაღალია მოქალაქეების დაინტერესება აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ, რა გავლენას ახდენს ქართულ მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია კონფლიქტის განვითარების რისკები, ინფორმაციის რა წყაროებს იყენებს მოსახლეობა და რამდენად ენდობა მედიასაშუალებებს, როგორია დევნილი, ადგილობრივი და კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი  - ინფორმაციები ყოველკვირეულად გროვდება საველე მონიტორების მიერ და  სისტემატიურად მიმდინარეობს ინფორმაციის შევსება და განახლება.

მიღებული მასალების სისტემატიზაციის შემდეგ მონაცემთა ანალიზი ხდება კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის გამოყენებით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პოლიმერული თიხაზე მუშაობის სწავლების ბოლო გაკვეთილი-გამოფენა

1 2 3 4 5 6  7 

დასრულდა პოლიმერული თიხის სწავლების გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში, რომელიც განხორციელდა  პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით. 

პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო. მონაწილეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, მოკლედ ისაუბრეს თავიანთ პერსონაზე, იმ დადებით შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დაუგროვდათ მუშაობის პერიოდში, როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთ)

შემაჯამებელი შეხვედრა წალენჯიხაში

1 2 3 4

17 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის  სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმისა“ და 1325 ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, როგორ სრულდება გეგმა, რა შედეგები იქნა მიღწეული და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. გამოიყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი - ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების, გენდერული ბიუჯეტის პროგრამით გაწერილი ღონისძიებების დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად განისაზღვრა საკითხები, რომლებშიც მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობა. პირველ რიგში, ეს არის იგპ თემის ინტეგრაცია და მისი მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, გენდერული განათლების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკა ძალადობის პრევენციის კუთხით

1  2 3 4

- როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული პოლიტიკა, მუნიციპალური პროგრამები რამდენად უწყობს ხელს ძალადობის პრევენციას, რა პროგრამები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მხარდასაჭერად. რა ფორმით ხდება კოორდინაცია რეფერირების სხვა სუბიექტებთან - ამ და სხვა საკითხებზე ჩატარდა გამოკითხვა  ხონის, სამტრედიის, ლანჩხუთის, სენაკის მუნიციპალიტეტებში.

ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით სულ 16 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჩატარდა კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები