სტუმრები ისრაელიდან - ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისში

118 აპრილს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა შეხვედრა შვედური საერთაშორისო ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისრაელიდან. ისინი დეტალურად გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის მიმართულებებს და მუშაობის გამოცდილებას. თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს ფონდის ხანგრძლივი მუშაობის პროცესში განხორციელებული პროექტები, მიღწეული წარმატებები და საქმიანობის გზაზე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერების, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღმოაჩინეს ძალიან ბევრი მსგავსება მათი და ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მიდგომებში და აქტივობებში და გამოთქვეს მომავალში შეხვედრების და თანამშრომლობის სურვილი.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ სამოქალაქო ფორუმი ქუთაისში

1 2 3 4 5 6 7

17 აპრილს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სამოქალაქო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოალიცია „ქალი და მშვიდობის“  წარმომადგენლებმა.

კოალიცია „ქალი და მშვიდობა“  ფონდმა „სოხუმმა“ დააფუძნა გასულ წელს.  კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ (ქუთაისი), მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი), ქალთა კლუბი (ხონი), ქალთა ასოციაცია „იმედი“ (ზუგდიდი), ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი), განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ (ხობი), ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება (ოზურგეთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრი (ოზურგეთი), განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ბათუმი).

ფორუმის პირველი ნაწილი კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერული კონცეფციის განხილვას მიეძღვნა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში.

მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა 5 ჯგუფში იმუშავეს კონფლიქტების ანალიზზე ეკოლოგიის, ჯანდაცვის, ოჯახში ძალადობის და რელიგიის სფეროში, რაც მიზეზების, გავლენისა და პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას გულისხმობს.

კოალიცია სამომავლოდაც აქტიურ მუშაობას აპირებს.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა წალენჯიხაში

1 2 3 4 5

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული დამოკიდებულებების დამკვიდრება საზოგადოებაში“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის პროექტის სამუშაო ჯგუფი, გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ გენდერული საბჭოს და საკრებულოს წევრები, ახალგაზრდები, ადგილობრივი ტელევიზიის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, დევნილი ქალები, პედაგოგები რამდენიმე სკოლიდან, ჯგალის თემის წარმომადგენლები.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატით. შემუშავდა რეკომენდაციები. შეხვედრის რეფლექსიის დროს გაჩნდა ასეთი შეხვედრების გააქტიურების სურვილი. ეს საწინდარი გახდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის და ბულინგის პრევენციის, კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

კანონის მონიტორინგი: შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ხონში, წყალტუბოში

1 2 3

გრძელდება სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა კვლევა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში. აპრილში კვლევის ლოკაცია იყო: ზუგდიდი, ოზურგეთი, ხონი, წყალტუბო. სტანდარტული შეკითხვები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: აქვთ თუ არა სპეციალიზაცია ძალადობის საკითხებზე, რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი პრაქტიკაში, რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია
 Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst  მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდში რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

1 2

 3 4

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ზუგდიდის საკრებულოს გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალიზების საგზაო რუკის სამუშაო ვერსია წარუდგინეს.

5 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საგზაო რუკა დამტკიცდა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები