საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

1 2 3 4

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში დევნილი ქალებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია 1325-ის რეზოლუციასა და სამოქმედო გეგმაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს წყალტუბოს სამუშაო ჯგუფის მიერ ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა თემის საჭიროებების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში. მერიის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ზუგდიდის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები განმუხურში, ორსანტიაში, ახალკახათში, კახათში

1 2 3 4 5 6 7

გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზების ზუგდიდის სამუშაო ჯგუფის წევრებმა 6 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ოთხ სოფელში - განმუხური, ორსანტია, ახალკახათი, კახათი. მონაწილეები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ს „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება“. აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც რეზოლუციის ლოკალიზებას ემსახურება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან წყალტუბოში

1 2

 3 4

პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში წყალტუბოში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. დამტკიცდა ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმა და მის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიებები.

ჯგუფის წევრებმა ასევე შეიმუშავეს გრაფიკი - ისინი საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ დევნილი თემის წარმომადგენლებთან და მიაწოდებენ ინფორმაციას რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის შესახებ.  

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

შეხვედრა წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში

1 2 3 4 5 6

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი და საბჭოს წევრი, საკრებულოს უფროსი სპეციალისტი ლელა ბერძენიშვილი პირველ საჯარო სკოლაში შეხვდნენ დევნილებს - მშობლებს და პედაგოგებს - და მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს რეზოლუცია 1325–ის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია გააკეთა არსებულ სერვისებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

კანონის მონიტორინგი - სამართალდამცავი სტრუქტურების გამოკითხვა

1 2 3 4 5

მარტში კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში კვლევის ობიექტები სამართალდამცავი  სტრუქტურები გახდნენ.

- რამდენად აქვთ სპეციალიზაცია ძალადობის საკითხებზე, არის თუ არა გათვალისწინებული გენდერული მიდგომები მუშაობის პროცესში, ვინ არის ინფორმაციის პირველწყარო, რა ხარვეზებს ხედავენ და რა უნდა გაკეთდეს კანონის ეფექტურობის თვალსაზრისით - ამ შინაარსის შეკითხვებით ინფორმაციის შეგროვება მოხდა ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებით.

კვლევის ლოკაციის ადგილს წარმოადგენდა თერჯოლის, სენაკის, ქუთაისის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. დაფიქსირდა წინადადებები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები