სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა კანონის მონიტორინგის ფარგლებში

2 1 3 

 4 5 6

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბოსა და ზუგდიდში ანკეტირება ჩატარდა სამედიცინო პერსონალთან. სულ გამოიკითხა სხვადასხვა პროფილის 100 ბენეფიციარი.

გარდა ანკეტირებისა, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა  ორი ექიმი ფოთსა და თერჯოლაში.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს, კანონის აღსრულების პროცესში, სამედიცინო პერსონალის, როგორც რეფერალური სუბიექტის მუშაობის ხარვეზები: როგორ შეიძლება გავზარდოთ ექიმების როლი ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა ზუგდიდში

1 2 3 4 5

18 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა შედგა. განხილულ იქნა გენდერული საბჭოს 2019-2020წ. სამუშაო გეგმა.  საბჭოს წევრებმა იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის მიზნით შემუშავებულ „საგზაო რუკაზეც“.

შეხვედრა გამოირჩეოდა მონაწილეთა აქტიურობით. საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ჩაერთონ „საგზაო რუკაში“ შესული ღონისძებების განხორციელების პროცესში. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამშვიდობო საქმიანობა - ოზურგეთის ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანების სამომავლო გეგმებში

2 3 4

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი წელი აქტიურად მუშაობდა გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო, რომელიც 2013 წელს შეიქმნა ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით. საბჭოს ბაზაზე იქმნება ოზურგეთის  ქალთა საზოგადოებრივი გაერთიანება. ეს გაერთიანება ერთ-ერთი წევრია კოალიციისა „ქალი და მშვიდობა“ და წლის ბოლოს, 27 დეკემბერს საკრებულოს დარბაზში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც, ძირითადად, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გაერთიანებამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაზე გააკეთოს, იმუშაოს ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე. ერთ-ერთი ამოცანა ისიცაა, რომ შემოიკრიბონ დაინტერესებული ადამიანები მთელი გურიიდან (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ახალგაზრდები.

შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

1 2

 3 4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა შემუშავებული „საგზაო რუკის“ პროექტი გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას და გენდერული საბჭოს წევრებს. გადაწყდა, რომ გენდერული საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს „საგზაო რუკას“, რათა მოხდეს რიგი საკითხების ინტეგრირება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში. ითქვა, რომ საკრებულო ჩაერთვება იმ საკითხების ადვოკატირებაში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცილდება.

აქცენტი გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გენდერულ ასპექტებზე. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყველანაირად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართვას რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციაში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“  ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ შეჯამება

1 2 3 4 5

26 დეკემბერს ფონდ „სოხუმში“ შეჯამდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში გაწეული ერთწლიანი მუშაობა. პროექტის დირექტორმა, კოორდინატორმა, ასისტენტებმა, ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის მობილიზატორებმა ისაუბრეს 2018 წლის აქტივობებზე, შედეგებზე, ცვლილებებზე, სამომავლო პერსპექტივებზე...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები