წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში - საკითხები „საგზაო რუკიდან“

1 2 3 4

წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საბჭოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები. ამიტომაც გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმაში აისახა საკითხები სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „საგზაო რუკიდან“. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საბჭოს მნიშვნელობა 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზების პროცესში. განსახილველად გამოტანილი გეგმა ერთხმად დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე გასატანად.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა - კანონის მონიტორინგის ფარგლებში

1 2 3 4 5

კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში გრძელდება სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა. სენაკსა და ოზურგეთში ანკეტირების გზით გამოიკითხა 50 მედმუშაკი. ლანჩხუთისა და ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.

ასე გროვდება ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი, როგორ არის ჩართული რეფერირების პროცესში სამედიცინო რგოლი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაჭრა, გამოკითხულთა აზრით, ხელს შეუწყობს რეფერალური სუბიექტების კოორდინაციას, უფრო ეფექტურს გახდის სამედიცინო პერსონალის ჩართვას ძალადობის იდენტიფიცირების და პრევენციის პროცესში.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხურჩა - საუბარი გამყოფ ხაზთან მცხოვრები და დევნილი ქალების და გოგონების პრობლემებზე

 1 2 3 4 5

გაეროს რეზოლუცია 1325, პირველ რიგში, კონფლიქტისპირა ადგილებში მცხოვრები ქალების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც შედგა შეხვედრა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - მოწვეულები იყვნენ გამყოფ ხაზთან ახლომდებარე სოფლებში (კოკი, ხურჩა, კახათი, განმუხური, ორსანტია, დიდი ნეძი) მცხოვრები და დევნილი ქალები და გოგონები.   

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ყურადღებით მოისმინეს ქალთა საჭიროებები, რომლებიც უკავშირდება გადაადგილებას, ჯანმრთელობას. ამ სხვა პრობლემების მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

დიალოგი აქტუალურ საკითხებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით სოფელ ლიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში). ღონისძიებაში სოფელ ლიასა და ფახულანში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ქალები და გოგონები, დე-ფაქტო საზღვრის იქით მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

საუბარი შეეხო ლოკალიზაციის სამუშაო გეგმას, მის ძირითად პრინციპებს,  საკითხებს ადვოკატირებისთვის. განსაკუთრებით გამოიკვეთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების პრობლემები: უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები, განსახლების პერსპექტივის ბუნდოვანება. დიდი გამოწვევაა თავისუფალი გადაადგილების საკითხი, განსაკუთრებით იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილები სოფელ ფახულანის სკოლაში გალის ტერიტორიიდან გადმოდიან.

გაიმართა საინტერესო დიალოგი საკითხებზე - როგორ შეიძლება ავაგოთ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ქალთა ჯგუფებსა  და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას  შორის, ხელი შევუწყოთ ინფორმაციას გაცვლას, საჭიროებების დროულ გამოვლენას  და ეფექტურ ადვოკატირებას, პარტნიორობის სისტემას, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები ლოკალიზაციის გეგმაში ასახული სხვადასხვა ადგილობრივი ინიციატივის რეალიზებისათვის.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ზუგდიდში

1 2 

3 4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები: ჯონათან ლეიფს ჰეიესი, გიორგი გაბუნია, ანა ფაშალიშვილი, თამარ ლობჟანიძე. ისინი გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის კუთხით მუნიციპალიტეტის „საგზაო რუკის“ ფორმირების პროცესს და აღნიშნეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დიდი მნიშვნელობა.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები