ვორკშოპები ახალგაზრდებთან კონფლიქტოლოგიაში

პიროვნული ღირებულებები, მენტალიტეტი და მისი გავლენა ოჯახურ კონფლიქტებზე - ამ საკითხის გარჩევამ ცხარე დისკუსიები გამოიწვია ახალგაზრდებთან გამართულ კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე. მოსაზრებები, ძირითადად, ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ  ხშირად ქართული მენტალიტეტი ხელს უწყობს ოჯახებში ძალადობის განვითარებას. არგუმენტად დასახელდა ის, რომ ოჯახის უფროსობა მენტალიტეტით მამაკაცს აკისრია და ამ უფლების დაკნინებას ის  ვერ ეგუება - ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ ძალადობის  ყველა ფორმის გამოყენება ხდება.
ახალგაზრდების მეორე ნაწილის აზრით, მენტალიტეტი ყველაფერში დამნაშავე არ არის. ხშირად ოჯახის წევრები ცუდად იცნობენ ერთმანეთს, პატივს არ სცემენ ერთმანეთის ღირებულებებს - ეს ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას.
განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას და შეამცირებს ოჯახური კონფლიქტების განვითარების საფრთხეს.
ვორკშოპები ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ფოთში. სულ 41 მონაწილე ესწრებოდა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები

 
- სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს, რადგან არის შემთხვევები, როცა სოფელში ჯანმრთელი ადამიანები არ ამუშავებენ მიწას, არ იწყებენ სამსახურს დახმარების დაკარგვის შიშით, რაც ადამიანების დეგრადაციას იწვევს, - კომპეტენტური წინადადებებით და საინტერესო არგუმენტებით მიმდინარეობდა მსჯელობა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ვორკშოპზე.
მონაწილეებმა მათი ქალაქის, რეგიონის დონეზე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოსავალზეც იფიქრეს.
მონაწილეების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ადამიანური უსაფრთხოების ყველა კომპონენტს შეეხო. გამოიკვეთა, რომ აუცილებელია მეტი პოპულარიზება გაეწიოს პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოამზადებენ კადრებს. 
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპები თემაზე - ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები

პროექტის „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში დაიწყო ვორკშოპების ციკლი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“.
პირველი ვორკშოპი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა. აუდიტორია მრავალფეროვანი იყო: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტი ქალები, სტუდენტები, პედაგოგები, იურისტები, ჟურნალისტები.
ვორკშოპებს უძღოდა კვლევები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში: ქუთაისში,  ხონში, ხურჩა-ზუგდიდში, სენაკში, წყალტუბოსა და ფოთში. ვორკშოპი სწორედ ამ კვლევის შედეგების  პრეზენტაციით დაიწყო,  რასაც მოჰყვა ჯგუფური სამუშაოები -   რა უნდა გაკეთდეს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების  გასაუმჯობესებლად.
მონაწილეებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები ცალკეული კომპონენტების მიხედვით. შემუშავდა საერთო რეკომენდაციები, რომელიც  წარედგინება შესაბამის ორგანოებს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადამიანური უსაფრთხოების თემამ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ ვორკშოპზე. მრავალფეროვანმა აუდიტორიამ მნიშვნელოვანი  რეკომენდაციები შეიმუშავა.
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ვორკშოპი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. რეკომენდაციებში კარგად წარმოჩნდა, რომ გენდერულ ჭრილში უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რადგან  ქალისთვის უსაფრთხო  გარემოს შექმნა სტაბილური, ჯანსაღი მომავლის გარანტიას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპები ადამიანური უსაფრთხოების თემაზე

 
გრძელდება ვორკშოპები ადამიანური უსაფრთხოების თემაზე. სენაკი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც ამ საკითხის განხილვა საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგებლები შეიკრიბნენ და უსაფრთხოების თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს.
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია მსჯელობამ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კომპონენტის თაობაზე. მონაწილეების აზრით, უსაფრთხოების ხარისხი ყველა სფეროში დაბალია, მაგრამ ქალი, როგორც რეპროდუქციის მატარებელი, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის გენმოდიფიცირებული, ვადაგასული, ან სხვადასხვა ქიმიური შენაერთების მქონე საკვების მიღებით.
აუდიტორიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არის საკითხები, რომლის პრევენცია შესაძლებელია ადგილობრივ დონეზეც. მათი მოსაზრებით, რეკომენდაციების შემუშავებაში საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია  „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპი ახალგაზრდებთან

არასწორი თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ძალადობას. თუ თვითშეფასება მაღალი გაქვს, შესაძლოა მოძალადედ ჩამოყალიბდე, დაბალი თვითშეფასება კი მსხვერპლად გაქცევს - ასე ფიქრობენ ახალგაზრდები,  რომლებიც წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებში მონაწილეობდნენ.

აზრთა სხვადასხვაობა გაიმართა საკითხზე: რა საშუალებებს მივმართავთ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ განვითარდეს.
- კონფლიქტურ სიტუაციებში ვცდილობ საკუთარი უპირატესობები დავამტკიცო, რაც ხელს მიშლის ურთიერთობის დარეგულირებაში, ეს ჩემი მაღალი თვითშეფასების ბრალია, რაც ხშირად არ ამართლებს. კონფლიქტების მართვა რომ შევძლოთ, უნდა შეგვეძლოს სწორი თვითშეფასება, - მსგავსი მოსაზრება საერთო დისკუსიის შემდეგ გამოიკვეთა.
კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებში სულ 46-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეები ამ თემაზე დისკუსიის გაგრძელებას სკოლებში საკუთარ თანატოლებთან გეგმავენ.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები