
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ უკვე ამოქმედდა მერიის, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით.
მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა გენდერული ბალანსი. ბანაკი ქობულეთში 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება. მასში 45 მონაწილეა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მიიღონ გენდერული განათლება, დაეუფლონ დისკუსიების წარმართვის უნარ-ჩვევებს, რათა შემდგომში აქტიურად გააგრძელონ დებატები თანატოლებთან თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნისათვის.
პროგრამა მრავალფეროვანია: სპორტული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო. გენდერულ თემაზე ვორკშოპებს ატარებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მოხალისე ლიდერები.
„მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული მეორე პროექტია, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით


მიგრაცია - თემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ყველა თაობაში.
ქუთაისში, წყალტუბოში და ფოთში ჩატარებულ ვორკშოპზე ქალებმა მიგრაციის თემა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მონაწილის ოჯახის წევრები და ახლობლები უცხოეთში არიან სამუშაოდ წასული, მათი კომენტარები განსაკუთრებით ემოციური იყო.

„გენდერი. გენდერული როლები. გენდერული აღზრდა სკოლამდელ დაწესებულებებში“ - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპი ფონდ „სოხუმში“ ააიპ-ის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებითვის. მათ კიდევ უფრო კარგად გაიგეს გენდერის არსი, ბავშვებთან ურთიერთობისას გენდერული მიდგომის მნიშვნელობა, გაიმართა დისკუსიები. ვორკშოპის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს ამ აქტუალურ საკითხებზე საუბრისა და მუშაობის გაგრძელების სურვილი.