თვითშეფასების თემა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე

 
რას ნიშნავს თვითშეფასება და რა კავშირშია ოჯახური კონფლიქტების განვითარებასთან. როგორ უნდა ვმართოთ კონფლიქტები, რომ ძალადობა თავიდან ავიცილოთ - ამ მიმართულებით წარიმართა დისკუსიები ქალების ჯგუფთან ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდი) გამართულ  კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე.
-კონფლიქტების მართვა შეუძლებელია  თვითშეფასების გარეშე. წლების განმავლობაში მე ვიყავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ასე მეგონა, რადგან შვილი არ მიჩნდებოდა,  ყველაფერი უნდა მომეთმინა. როცა შეხვედრებს დავესწარი, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად ვაქციე. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, ოჯახში კონფლიქტიც არ არსებობს,  მეტი პატივისცემით მექცევიან, - მსგავსი რეალური ისტორიების გარჩევის ფონზე არაერთი საინტერესო მოსაზრება დაფიქსირდა.  
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოთმენა, თავის დახრა ყოველთვის არ არის სწორი სტრატეგია და ვერც კონფლიქტებს არეგულირებს, კონფლიქტების მართვაში ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია სწორი თვითშეფასება. ფონდი „სოხუმის“ ვორკშოპი  სწორედ ამას უწყობს ხელს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა „ბორჯომი - 2015“ წარმატებით დასრულდა

„წარმატებული“, „კრეატიული“, „ინფორმაციულად დატვირთული“, „სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებით“ - ასე აფასებენ ავტორები და მონაწილეები ახალგაზრდულ პროექტს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“, ბათუმის მერიამ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დააფინანსა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და „ა(ა)იპ აჭარის დებატების კლუბის“ პარტნიორობით განხორციელდა.
ათდღიან საზაფხულო სკოლაში, რომელიც არაფორმალური განათლების საკითხებს ეძღვნებოდა, ახალგაზრდებმა მიიღეს მათთვის საჭირო ცოდნა და უნარები გენდერის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ტოლერანტობის კუთხით. თითოეული მათგანი საკუთარ სკოლაში მოაწყობს შეხვედრებს და  თანატოლებს გაუზიარებს ბანაკში მიღებულ ინფორმაციას.
პროექტის განმავლობაში გაჩნდა უამრავი ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნისა, რომლებიც განახორციელებენ პროექტებს ახალგაზრდებისთვის.   
 
        
 
 პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში

 
რამდენად ვიცნობთ საკუთ თავს, რა ვიცით შინაგან, პიროვნულ კონფლიქტებზე, როგორ ვიქცევით, ან რა გავლენას ახდენს ჩვენი ნეგატიური ემოციები ოჯახური კონფლიქტების დინამიკაზე - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა ჯგუფებმა წყალტუბოშო, სენაკში და ფოთში გამართულ ვორკშოპებზე.
-  ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით.  ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი ქცევით ხელს ვუწყობთ კონფლიქტების გაღრმავება, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.
მათი აზრით, საკუთარი თავის შესწავლა, პიროვნული კონფლიქტების გარჩევა დაგვეხმარება სწორი სტრატეგიის არჩევაშიდა კონფლიქტების მართვაში, რაც შეამცირებს ძალადობის რისკს ოჯახებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ახალგაზრდებთან კონფლიქტოლოგიაში

 
ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორშოპის თემა იყო - პიროვნული კონფლიქტები და მათი ნეგატიური გავლენა ოჯახურ კონფლიქტებზე.
მონაწილეები ღიად და გახსნილად საუბრობდნენ, როგორ მართავენ  საკუთარ ემოციებს და რა გზებს მიმართავენ კონფლიქტების შესაჩერებლად.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დროსთან ერთად იცვლება თაობათა შეხედულებები. ახლანდელი თაობა უფრო შემტევია და უჭირს უკან დახევა. ხშირ შემთხვევაში ბოდის მოხდა ტრაგედიად აღიქმება, პიროვნული წინააღმდეგობები კარგ ნიადაგს ქმნის ოჯახური   კონფლიქტების განვითარებისთვის.
მონაწილეების აზრით, პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდები ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ კონფლიქტებზე, ვერ აკონტროლებენ ემოციებს. 
ვორკშოპებზე მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, რომ საკუთარი თავი კარგად შეისწავლონ  და  სწორად მართონ ოჯახური კონფლიქტები.
ვორკშოპები ჩატარდა კოკში, ხონში, ქუთაისში. მონაწილეობდა 37 ადამიანი. 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოზარდთა ბანაკმა მუშაობა დაასრულა

  
დასრულდა ქუთაისის გსს მიერ მომზადებული პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“. რვადღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექვსი ვორკშოპი ჩაუტარდათ თემაზე „გენდერი, გენდერული თანასწორობა“. პროგრამა დატვირთული იყო საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. ბანაკს ესტუმრნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მოზარდებს იცხოვრონ  ჯანსაღი ცხოვრების წესით, უფრო მეტად დაინტერესდნენ გენდერული საკითხებით. ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები უკვე გამოიკვეთა. შეიქმნა აქტივისტთა  ჯგუფი, რომელთა ინიციატივით ქუთაისის საჯარო სკოლებში შეიქმნება სადისკუსიო კლუბები და გაგრძელდება დისკუსიები გენდერის თემაზე. უკვე ბანაკში ყოფნის პერიოდში გამოჩნდნენ გოგონები, რომლებიც დაინტერესდნენ ე.წ. „მამაკაცური“ სპორტით: ძიუდო, მკლავჭიდი, რაც ხელს შეუწყობს სტერეოტიპების მსხვრევას და სპორტის ყველა სახეობაში თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები