ფორუმ-თეატრი (76)
ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).
წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრის 6 წარმოდგენა გაიმართა. 83 მაყურებელი იყო დარბაზში - მოსწავლეები, მასწავლებლები. ისინი ემოციას და მოწონებას ტაშით გამოხატავდნენ. მაყურებელთა მოთხოვნით, დედა-შვილის სცენა მსახიობებმა ორჯერ ითამაშეს. აქტიური მაყურებლები დისკუსიაშიც ჩაერთნენ და ისაუბრეს პრობლემაზე, გამოსავალზე, თითოეული ადამიანის წვლილზე.
იანვარში ფორუმ-თეატრის მეორე წარმოდგენა შედგა ქუთაისის კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“. მაყურებელმა ინტერესით მიიღო ყველა სცენა და შეიგრძნო ფორუმ-თეატრის მთავარი სათქმელი - არ შეურიგდეს ძალადობას!
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი საკმაოდ პოპულარული გახდა თავისი წარმოდგენებით. სწორედ ამიტომაც მიიწვიეს ახალგაზრდა მსახიობები 24 იანვარ ტელეკომპანია „რიონის“ გადაცემაში „შუადღე“. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ფორუმ-თეატრის სპეციფიკაზე, ძალადობის აქტუალობაზე და იმაზე, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს კონფლიქტის მართვა ძალადობის განვითარებამდე და გააკეთოს თუნდაც მცირედი ძალადობის პრევენციისთვის.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში პირველად გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ნაჩვენები იყო 5 სცენა. მონაწილეთა შორის უმეტესობა მოსაწავლე იყო, ისინი ინტერესით უყურებდნენ ოჯახური ძალადობის ამსახველ სცენებს. გაიმართა აქტიური დისკუსია, ერთ-ერთი მაყურებელი ჩაერთო დედა-შვილის კონფლიქტთან დკავშირებულ სცენაში.
პირველმა შეხვედრამ ივანდიდელ მაყურებელთან შედეგიანად ჩაიარა - მათ დაადასტურეს პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში. გაჩნდა მომავალი შეხვედრების სურვილიც.
16-დღიან კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები ჩაატარეს წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ფოთის 21-ე სკოლაში.
მოსწავლეებმა თვითონ გაითამაშეს სცენები, აქტიურობდნენ დისკუსიის დროს, საინტერესო იყო პედაგოგთა ჩართულობა. შეხვედრებზე ყვებოდნენ რეალურ ისტორიებს, განიხილავდნენ წარმოდგენების დეტალებს.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ხონში, სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში. მართალია, მაყურებელი შედარებით პასიურობდა, ერთგვარ უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ზოგიერთი ძალადობრივი სცენის ნახვის შემდეგ, მაგრამ ბოლომდე დარჩა და უყურა წარმოდგენებს.
როგორც ახალგაზრდა მსახიობები აცხადებენ, ესეც პოზიტიური შედეგია, რადგან ადამიანი ყოველთვის უფიქრდება ნანახს, დასკვნებს აკეთებს და იცვლება კიდეც...
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, ბავშვთა სოფელში 5 სცენა წარმოადგინა. აქტიური დისკუსიის დროს ბავშვები ყვებოდნენ თავიანთი ოჯახების ისტორიებს. განსაკუთრებითგულახდილები იყვნენ ოჯახური ძალადობის სცენების ნახვის შემდეგ. არ იყო გასაკვირი, რომ ყველამ დაიცვა ქალის უფლებები.
ბავშვთა სოფელში მცხოვრები მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სცენებში და ცდილობდნენ, ისე ეთამაშათ, რომ ძალადობა არ განვითარებულიყო და პრობლემა მოგვარებულიყო.
ეს დღე საინტერესო იყო ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვისაც და ბავშვთა სოფლის პატარა მცხოვრებთათვისაც.
ფორუმ-თეატრის ჩვენებები ჩატარდა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) სკოლებში. ნათამაშები იყო 10-ზე მეტი სცენა. დისკუსია აქტიურობით გამოირჩეოდა, პედაგოგებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდა მსახიობებმა განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს დედა-შვილის ურთიერთობა, რამაც დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ქუთაისში, ე.წ. სიყვარულის პარკში ჩატარდა ფორუმ-თეატრის ჩვენება, 6 წარმოდგენა, რომელმაც გამოიწვია საინტერესო დისკუსიები.
მაყურებელთა შორის იყო ასაკოვანი ქალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა მაყურებელს. დისკუსიაში ჩაერთნენ ახალგაზრდებიც.
ფორუმ თეატრის წარმოდგენები, საზოგადოებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.
ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა ჩაატარა წარმოდგენები წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. დამსვენებლებმა უარი თქვეს ფოტოების გადაღებაზე, მაგრამ დისკუსიაში ჩაერთნენ და საკუთარი პოზიციები გამოხატეს. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ისინი დაინტერესდნენ, თუ საიდან წარმოიშვა ასეთი სცენები და მსახიობებთან ერთად საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სცენები მართლაც რეალურია, მიწოდების ფორმა კი - ორიგინალური.
სენაკის ცენტრალურ პარკში გაიმართა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. თავიდან არავინ შეუერთდა ახალგაზრდა მსახიობებს, მაგრამ შემდეგ თანდათანობით შეიკრიბნენ მაყურებლები.
დიდი ხმაური გამოიწვია ოჯახური ძალადობის სცენამ, დისკუსიაც შედგა. მაყურებელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მსგავსი რამ ნაკლებად ხდება ცხოვრებაში, რასაც არ დაეთანხმნენ მსახიობები და რეჟისორი. საინტერესო იყო ხალხის აზრის გაგება, რადგან სენაკის ცენტრში ეს იყო პირველი წარმოდგენა.