ფორუმ-თეატრი (76)

ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან  მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).

6 წარმოდგენა გამართა ხონის ცენტრალურ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. მაყურებელთა შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და შედარებით ასაკოვანი ადამიანებიც. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მოეწონათ სცენები, მაგრამ არ შეუცვლიათ მათი მიმდინარეობა  - არ უცდიათ თავად ეთამაშათ მსხვერპლისა თუ მოძალადის როლი.
წარმოდგენის დროს გამვლელმა ქალმა ყვირილი დაიწყო. რეჟისორმა აუხსნა, რომ ეს თამაშია. მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, როცა  ფორუმ თეატრის ქუჩაში მართავს წარმოდგენებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ჩატარდა სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მე-7 სკოლაში. ამ დღეს სკოლაში ნაჩვენები იყო 7 სცენა, წარმოდგენებში მონაწილეობდა ფორუმ-თეატრის   სარეზერვო ჯგუფის 4 მსახიობი.
დამსწრეთა შორის იყო 30 მოსწავლე და 3 პედაგოგი ქალი.
ოჯახური ძალადობის სცენამ აქტიური დისკუსია გამოიწვია, მაგრამ მოზარდებმა თავი შეიკავეს თამაშში ჩართვისაგან, რათა შეეცვალათ სცენარი.
მათ პარალელები გაავლეს რამდენიმე წლის წინ სენაკში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტის მარი კვანჭიანის ინიციატივით შექმნილ ფორუმ-თეატრთან, გაიხსენეს  საინტერესო დეტალები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კოკში ჩატარდა ფორუმ-თეატრი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის - დედა-შვილის ურთიერთობა, ოჯახური ძალადობის სცენა. წარმოდგენებს მოყვა საინტერესო დისკუსია, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. ყველაზე ცხარე დისკუსია გამოიწვია ეჭვიანობის სცენამ, რადგანაც ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს.
მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი, ეს სცენები ანახონ სოფლის მცხოვრებლებს.
ბოლოს ფორუმ-თეატრის მსახიობმა ალექსანდრე ლომთაძემ მასწავლებლებს ლექსი მიუძღვნა.

  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენებზე ქუთაისის ცენტრალურ პარკში დამსწრეთა შორის უმეტესობა ასაკოვანი მამაკაცი იყო.
პირველივე სცენამ ოჯახური ძალადობის თემაზე დისკუსია გამოიწვია. ზოგიერთი მაყურებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ დღეს ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ახალგაზრდები ადვილად ანგრევენ ოჯახებს და ქალის ცხოვრებაც   საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს 6 სცენა. სცენარის შეცვლის პროცესში მაყურებელი არ ჩართულა,  მაგრამ აქტიური დისკუსია გაიმართა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე. 

 

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ გამართა წარმოდგენები. მაყურებელთა შორის სჭარბობდნენ მოსწავლეები.
მათ თავი შეიკავეს სცენებში ჩართვისგან, მაგრამ აქტიური და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად.
 
2
 
 
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია BrotfürdieWeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა  68 მოსწავლე, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი.
2
სცენების ნახვის შემდეგ არა მარტო მოსწავლეები, დირექტორიც კი ჩაერთო თამაშში. ამას  აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ყოველივე ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ახალგაზრდა მსახიობებთან, სკოლის დირექტორს კი გაუჩნდა მეტყველებისა და თეატრალური წრეების გახსნის იდეა.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები