ფორუმ-თეატრი (76)
ფორუმ-თეატრი – მუშაობის ინოვაციური მეთოდიკა, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ თეატრალური სცენების მეშვეობით. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული თეატრი 2009 წლიდან მუშაობს და აქტუალურ თემებზე (კონფლიქტები, ძალადობა) წარმოდგენებს მართავს დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა).
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გაიმართა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში უფროსკლასელების წინაშე. ნაჩვენები იყო 6 წარმოდგენა, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსიები და სცენებში ჩართულობა.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დამსწრეთა უმეტესობამ. წარმოდგენების შემდეგ ისინი დიდხანს საუბრობდნენ რეჟისორთან და ახალგაზრდა მსახიობებთან ფორუმ-თეატრის ისტორიის და სპეციფიკის შესახებ.
ფოთის მე-7 სკოლაში ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ღონისძიებას დაესწრო 35 მოსწავლე.
მაყურებელი ძალიან გააღიზიანა პირველმა სცენამ, რომელშიც წარმოდგენილია მამის აგრესიული დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ, თუმცა აღინიშნა, რომ ეს რეალური ცხოვრებისეული სცენაა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.
წარმოდგენას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც ახლებური კუთხით დაინახა მოსწავლეები, მათი შეხედულებები. მან გამოთქვა სკოლაში ფორუმ-თეატრის შექმნის სურვილი და ითხოვა დახმარება ამ საქმეში.
წყალტუბოს 1-ლ სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. ესწრებოდა 55 ადამიანი, ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები და დირექტორი. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს წარმოდგენებშიც და ძალიან საინტერესოდაც გამოუვიდათ.
დედა-შვილის სცენის შემდეგ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა დედა გაამართლა და აღნიშნა, რომ შვილი არასწორად იქცეოდა. ეს მეტყველებს მათ კარგ აღზრდაზე და უფროსის მიმართ პატივისცემაზე.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მორიგი გასვლა მოხდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა ძალადობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია, იყო ჩართულობა შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან, გამოჩნდნენ მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ყველაფერმა ამან საინტერესო ატმოსფერო შექმნა.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ჩატარდა მე-7 სკოლაში - 37 მოსწავლე ესწრებოდა და ყველა მათგანმა დიდი ინტერესით მიიღო ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლა. საინტერესო დისკუსია გაიმართა, იყო სცენებში ჩართულობაც. მონიკა გაბლაიამ პროფესიონალურად ითამაშა ერთ-ერთ სცენაში.
ნათამაშები იყო 5 სცენა. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, კიდევ ჩავიდეს მათთან ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი.
იანვარში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისში, სიყვარულის პარკში და წყალტუბოს მე-3 სკოლაში.
ფორუმ-თეატრის გამოსვლა ეფექტურია ღია ცის ქვეშ, გამვლელები ჩერდებიან და ინტერესით უყურებენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოდგენა და დისკუსია სკოლის მოსწავლეებთან.
წყალტუბოში ძალიან მოეწონათ ფორუმ-თეატრი და გამოითქვა მსგავსი თეატრის ჩამოყალიბების სურვილი.








