16-დღიანი კამპანიის ისტორია და მნიშვნელობა, მსხვერპლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“: თუ როგორ უნდა იპოვონ საჭირო ინფორმაცია, რა მასალებია განთავსებული და რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრებზე დაფიქსირდა მადლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რადგან  აქტუალურ პრობლემებზე მუშაობს და აქტიურად ეხმარება ქალებს.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.

მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრები, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლების და ბანერების მომზადება, ფილმების ჩვენება, აქციები, ვიდეორგოლების მომზადება - ასეთი მრავალმხრივი იყო ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო კამპანიაში  „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

კამპანიაში 7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მათ 23 საინტერესო და კრეატიული აქტივობის ორგანიზება შეძლეს - და ასე გააძლიერეს ფონდი „სოხუმის“ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...

  • პარასკევი, 10 დეკემბერი 2021
  • 1091 ჯერ

ამ პატარა ვიდეორგოლში არის მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...

ძალადობა დანაშაულია!

იცხოვრე ძალადობის გარეშე!

არ გაჩუმდე!

იმოქმედე!

შენ არ ხარ მარტო!

ამბობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ვიდეორგოლი 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის მართვა ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიცირებით 25 ნოემბერს ჩატარდა და შეკრებილ საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის  გახსნა აუწყა.

„სამყარო ძალადობის გარეშე“ - თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით  კამპანიის ფარგლებში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კამპანიის ფარგლებში ონლაინ ფორმატით ჩატარდა „შემოქმედ ქალთა საათი“ -  ქალებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას და საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიას შეამცირებს.  

აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური  წვლილი  შეიტანეს 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და იურისტმა. მათ დისტანციურად კიდევ სამი ჯგუფური შეხვედრა გამართეს სამტრედიის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან. იურისტი შეკრებილებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ესაუბრა. ფსიქოლოგმა გაშალა ნაადრევი ქორწინების თემა - ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა. „არ გაათხოვო არასრულწლოვანი ქალიშვილი, მიეცი განათლება, მიეცი არჩევანი, მიეცი თავდაჯერებულობა“ - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება 16-დღიან კამპანიასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ქობულეთში ჩატარებულ შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელიც შეუერთდა და შეკრებილებს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე ესაუბრა.

მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელს შეუწყობს პრობლემაზე რეაგირებას და ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოტოკონკურსის ფინალი და სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი კლიპების პრეზენტაცია - ასე დახურა 16-დღიანი კამპანია ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ 10 დეკემბერს.

ღონისძიებას ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები.

16 დღეში ფონდმა „სოხუმმა“ 100-ზე მეტი აქტივობა განახორციელა ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრში, 10 ახალგაზრდულ ცენტრში, დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობა და 16 საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში მოქმედებს და ქალებსა და ახალგაზრდებს აერთიანებს... მოეწყო საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ტრენინგები. განსაკუთრებული იყო საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებში ქალებს გადაეცათ მობილური ტელეფონები SAFE YOU აპლიკაციით და სხვა.

კამპანიის დახურვის დღეს ფოტოკონკურსის გამარჯვებულებმა პრიზები და მადლობის სერთიფიკატები მიიღეს.

კამპანიის დახურვა აქტიურად გააშუქა მასმედიამ.

https://www.facebook.com/watch/?v=194330156155925

http://shorturl.at/cjtBI

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა  ფონდმა „სოხუმმა“  განახორციელა სოციალური აქციის მეორე ეტაპი.  ქუთაისი, ზუგდიდი, წალენჯიხა, თერჯოლა, ტყიბული, ქობულეთი, სენაკი, ვანი - ეს მხოლოდ ერთი კვირის კეთილი მოგზაურობაა და 10 ქალბატონის გულწრფელი მადლიერებაც.

ვახარებთ ადამიანებს: ქალებს, დედებს, შვილებს.  მობილური ტელეფონები, SAFE YOU აპლიკაციით და ჯადოსნური SOS ღილაკით - ერთი ზარი მთელს სამყაროსთან გაკავშირებს!

ჩვენმა ფონდმა ეს საჩუქარი უკვე 24 ბენეფიციარს გადასცა. 

აქციის მთავარი გამოწვევაა უფლებების შესახებ ქალების ინფორმირება, ელექტრონული წიგნიერების ამაღლება და სერვისებთან წვდომა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები