ქუთაისში, სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის „ქალები და ახალგაზრდები - ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის“ ფარგლებში,
შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერი და აქტივისტი ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს პროექტის დინამიკა, შეაჯამეს მიღწეული შედეგები, ისაუბრეს ქსელური მუშაობის ეფექტიანობაზე.
ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე და ჯერ კიდევ ადვოკატირების პროცესში მყოფ პრობლემებზე.
შეხვედრის მოპნაწილეთა უკუკავშირი:
„ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ჩემთვის, რადგან გამიხსნა გზა საზოგადოებრივი ასპარეზისკენ, ჩავერთე სხვადასხვა პროექტში.“
„23 წლის ასაკში დავრწმუნდი, რომ ქალთა ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრობლემებზე მუშაობისას, რომლებიც მნიშვნელოვანია თემისთვის და განსაკუთრებით - ქალებისთვის“
„ვიყავი „კუთხეში მდგარი ლიდერი“, დღეს კი თავისულფად შემიძლია წარვსდგე დიდი აუდიტორიის წინაშე და თამამად ვთქვა, რომ მე ამ პროექტმა გამზარდა.“
„პროექტმა დაგვანახა ქსელური მუშაობის ძალა და ეფექტი, რაც დაგვეხმარა ყოფითი პრობლემების ადვოკატირებაში და სოციალური პროფილის გაუმჯობესებაში.“
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკში, დევნილთა დასახლებაში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ქალთა ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა.“
ტრენინგს ესწრებოდნენ ლიდერი, აქტივისტი ქალები 15 სხვადასხვა კოლექტიური თემიდან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ლიდერობის მახასიათებლებზე და ლიდერისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარებზე.
კიდევ უფრო საინტერესო იყო მეორე ნაწილი - თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლების შესახებ.
მონაწილეები საკუთარი ისტორიებით, პრაქტიკული მაგალითებით აქტიურად ჩაერთნენ თემის განხილვაში. მათი შეფასებით, ტრენინგი სასარგებლო იყო და მიღებული ცოდნა მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული 16-დღიან საერთაშორისო კამპანიაში. მათი ინიცირებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები, დევნილთა დასახლებაში აქცია გაიმართა, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია. კლუბის წევრებმა დაარიგეს თემატური ფლაიერები და საინფორმაციო ფურცლები. კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ქალთა საინიციატივო ჯგუფიც. მათი ინიცირებით ორი ვორკშოპი ჩატარდა თემაზე: ოჯახური კონფლიქტები და მისი მართვა, მსხვერპლთა დახმარების სერვისები. ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია.
. ფონდი "სოხუმი"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" ახორციელებს უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, რადიოლოგის ან მამოლოგის გასინჯვა; მამოგრაფიული გამოკვლევა. გამოკვლევები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს ჩაუტარდა.პროცესს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა.
„ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა“- ამ თემაზე საინტერესო ტრენინგი გაიმართა ქუთაისში, დევნილთა თემის ამხანაგობების წარმომადგენლებთან.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა: ლიდერობის არსის გარკვევა და საკუთარი ლიდერული უნარ-ჩვევების გააზრება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაცნობა და თვითპრეზენტაცია, საჯარო გამოსვლის საფუძვლების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება.
ჯგუფური მუშაობის პროცესში მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, წარმოაჩინეს საკუთარი ლიდერული შესაძლებლობები გუნდთან მუშაობისას.
- ჩვენ საშუალება მოგვეცა, კიდევ ერთხელ დაგვენახა პრაქტიკული, სახალისო სავარჯიშოებით, თუ რამდენად ვართ მზად ლიდერობისთვის, რა თვისებები სჭირდება კარგ ლიდერს, როგორ უნდა მივაღწიოთ თემში პოზიტიურ ცვლილებებს, - აღნიშნეს მონაწილეებმა.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
ვორკშოპები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, ძალადობის თემის განხილვა და დისკუსია - ამ ტიპის აქტივობებით წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიაში ჩაერთო.
კამპანიას მრავალფეროვანი ღონისძებით შეუერთდნენ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც. მათ პრიორიტეტული საკითხები წამოსწიეს- ქალთა უფლებები, ნააადრევი ქორწინება, გენდერული ძალადობა, შშმ პირთა უფლებები, მოაწყვეს ნახატების გამოფენაც .
ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებსა და დისკუსიებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგპროტესტი გამოიკვეთა .
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია.
საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა გააზიარეს მოსაზრებები იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რაც სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობის გაძლიერებას მოემსახურება. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პლატფორმის ფარგლებში თემატური შეხვედრების გამართვის და მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას, რაც საკითხებზე თვისებრივი და დროული განხილვის შესაძლებლობას მისცემდა მონაწილეებს. ასევე, აღნიშნა თემატურ შეხვედრებში სხვადასხვა დარგობრივი უწყების ჩართვის შესახებ, რაც სამოქალაქო სექტორის მიერ სამშვიდობო ინიციატივების ირგვლივ წამოჭრილ საკითხებზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე სათანადო და დროული რეაგირების ხარისხს გაზრდიდა.
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაიმართა გაეროს ღია კარის დღე, რომელიც გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის წარმართვასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ემსახურება.
შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოდგენილი იყო დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ლიდერ ქალებთან, რომლებთან ერთად, ქალების გაძლიერებასა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მათ აქტიურ ჩართვაზე წლებია, მუშაობს.
საქველმოქმედო-პუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა თემებში ლიდერი აქტიური ქალების გამოკვეთას და მათ მომზადებას სათანადო უნარებით.
პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩა 15-15 ლიდერი ქალი, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ქალთა ლიდერობის და ადვოკატირების საკითხებზე.