„ძალიან საჭირო ინფორმაციები მივიღეთ ადვოკატირების პროცესთან დაკავშირებით.“
„თითქოს ყველაფერს ასე ვაკეთებდით, მაგრამ ტრენინგზე გავიგეთ, თუ რაოდენ საჭიროა სწორი გათვლების გაკეთება.“
„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე. მიღებული ცოდნა ადვოკატირების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.“
ასე ამბობდნენ ტრენინგის ბოლოს მონაწილეები - ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ლიდერი ქალები და გოგონები. ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა თემაზე: „სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შედგენა.“
მონაწილეებმა „პრობლემის ხის“ მეთოდით იმუშავეს გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გააკეთეს SWOT ანალიზიც - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები.
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შედგენა - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში. მასში მონაწილეობდნენ ლიდერი ქალები ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემიდან.
მონაწილეებმა გაარკვიეს, რა ფაქტორები განსაზღვრავს პრობლემის აქტუალობას, რა გზას გადის პრობლემა იდენტიფიცირებიდან მოგვარებამდე, რა უზრუნველყოფს ადვოკატირების წარმატებას.
ადვოკატირების არსში გარკვევის შემდეგ მათ პრობლემის „ხის მეთოდით“ შედეგები და გამომწვევი მიზეზები განიხილეს. SWOT ფორმის გამოყენებით კი შეძლეს ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და რესურსების გაანალიზება, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა.
ტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეები სამ ჯგუფად განაწილდნენ და ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
უკუკავშირით დასტურდება, რომ ისინი მზად არიან, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ:
„გავეცანით ადვოკატირების პროცესს. ჩვენთვის ყველა ინფორმაცია აუცილებელია“.
„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე, ყველა აქტივობა გავწერეთ, რისკები გავთვალეთ. ყველა მასალას პრაქტიკულად გამოვიყენებთ.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
მეგობრული სივრცე ბავშვებისთვის - ამას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების შერეულ ჯგუფს უტარდება კურსები (აქ არიან ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ასევე - ქუთაისში მცხოვრები ბავშვები).
ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ესწრებიან გაკვეთილებს ორ-სამ კურსზე. ხალისით და ინტერესით სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს. ამას გარდა, მათთვის ჩამოყალიბდა პოლიმერული თიხისგან ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების, ქარგვის, ფოტო და ვიდეოგადაღების კურსები. არის ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფიც.
სკოლისგან თავისუფალ დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ ატარებენ. მათ უკვე მოასწრეს ერთმანეთთან დამეგობრება და სწავლების პირველი შედეგებიც გაჩნდა.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია.“ მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება ინფორმაციის პირველწყარო მოძებნონ და ხელი შეუშალონ დეზინფორმაციის გავრცელებას. მეორე ახალგაზრდულ ჯგუფში კი სოლიდარობის თემაზე იმსჯელეს. მონაწილეთა შეფასებით , ქალებს ყველაზე მეტად საკუთარი უფლებების დაცვის დროს სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა.
„ქალები, მშვიდობა, სოლიდარობა“- ამ თემაზე კი დებატები ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამართეს.ისაუბრეს თანასწორობაზე, ძალადობასა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე. მარტის თვის ღონისძიებები ყველა ჯგუფში თემატურად ქალს და ქალის უფლებებს მიეძღვნა.
ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების დევნილთა თემების აქტიურმა ლიდერმა ქალებმა და გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები.“
პროექტის ასისტენტებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებსა და გამოწვევებზე, ქალების მხარდაჭერის, ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციები გაუზიარეს შეკრებილებს. როგორც აღნიშნეს, პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალებზე, მშვიდობასა და სოლიდარობის საკითხებზე იმსჯელეს. გაიხსენეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს. სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
იგივე თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გააკეთეს აქცენტი. ახალგაზრდების აზრით, სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობისმ შენებლობას და ამ საქმეში ქალებს მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: დეზინფორმაცია,არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება,როგორც,თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა.მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია გამოცდილმა ტრენერმა მიაწოდა.მონაწილეებმა განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობისა და სოლიდარობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება,იმსჯელეს ქალის როლზე და წარმატებული ქალების ისტორიები გაიხსენეს,ისაუბრეს მათ წვლილსა და განხორციელებულ საქმეებზე.სოლიდარობა სერიოზული ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობაა,რომელიც წარმატებას განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ საკითხსა და გარემოებაში-აღინიშნა შეხვედრაზე.
„დღეს გავაცნობიერე, რა უფლებები გვაქვს და ვის უნდა მივმართოთ საჭიროების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია და ქმედებები“.
„ტრენინგმა დამანახა ქალთა ლიდერობის მნიშვნელობა. საკუთარი რესურსებიც გავთვალე პრობლემების ადვოკატირების პროცესში.“
„ზოგჯერ არც კი ვიცით მუნიციპალური პროგამების შესახებ, ზოგჯერ იმაზე დიდი საჭიროებები გვაქვს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტშია მოაზრებული. ასეთი ტრენინგები სწორ მოქალაქეობრივ პოზიციას გვიყალიბებს“.
ასეთი იყო მონაწილეთა უკუკავშირი ტრენინგის ბოლოს. ქუთაისში მცხოვრები დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის ტრენინგი ჩატარდა აქტუალურ თემაზე: „ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის ფორმები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები“.
დევნილ ქალთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვნად გაიზრდება პროექტით დაგეგმილი აქტივობების შედეგად.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები.
შეხვედრაზე მოხდა სამიზნე თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია: მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე; სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; დასუფთავების პრობლემა; შიდა გზის რეაბილიტაცია, გარე განათების არარსებობა, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის გაუმართაობა.
სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევა საფუძველს უყრის მიზნობრივ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს. მონაწილეთა ჩართულობა და ენთუზიაზმი ასახავს კოლექტიურ ვალდებულებას ქუთაისის დევნილთა დასახლებებში არსებული გამოწვევების დაძლევის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში